თბილისის "დინამომ" საქართველოს თასი მე-12-ედ მოიპოვა

AutoSharing Option
26 მაისს "ლოკომოტივის" სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს თბილისის "დინამო" და "სამტრედია" დაუპირისპირდნენ. "დინამოს" უპირატესობა აშკარა იყო - 5:0.

მე-14 წუთზე ანგარიში "დინამოს" შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა. ტაიმიც გია გეგუჩაძის გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

50-ე წუთზე კიტეიშვილის პასით გოლი მანუელ ონვუმ გაიტანა, ხოლო ორ წუთში პაპუნაშვილმა თამაშში მეორე გოლი შეაგდო - 3:0.

68-ე წუთზე, პაპუნაშვილის პასით, ესპანელმა მანუელ ონვუმ დუბლი შეასრულა - 4:0.

87-ე წუთზე მეხუთე გოლი შეცვლაზე შესულმა 19 წლის დავით ვოლკოვმა გაიტანა - 5:0.