თბილისის "დინამომ" საქართველოს თასი მე-12-ედ მოიპოვა

AutoSharing Option
26 მაისს "ლოკომოტივის" სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს თბილისის "დინამო" და "სამტრედია" დაუპირისპირდნენ. "დინამოს" უპირატესობა აშკარა იყო - 5:0.

მე-14 წუთზე ანგარიში "დინამოს" შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა. ტაიმიც გია გეგუჩაძის გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

50-ე წუთზე კიტეიშვილის პასით გოლი მანუელ ონვუმ გაიტანა, ხოლო ორ წუთში პაპუნაშვილმა თამაშში მეორე გოლი შეაგდო - 3:0.

68-ე წუთზე, პაპუნაშვილის პასით, ესპანელმა მანუელ ონვუმ დუბლი შეასრულა - 4:0.

87-ე წუთზე მეხუთე გოლი შეცვლაზე შესულმა 19 წლის დავით ვოლკოვმა გაიტანა - 5:0.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კახა შენზე უკეთ არავინ იცის რა ხდება გუნდში მიხედე რა ხო იცი სამტრედიაში როგორ უყვართ ფეხბურთი.
მამუკა
10:51 27-05-2015
0
ეს ხიზანიშვილი სანამ არ მოკვდება სტადიონზე არ დაანებებს თმაშს ზიდანმა დანება რო მიხვდა რო სიბერეში მიდიოდა და ამას დაგინებული აქ ტუ რაუნდა ან რა უნამუსო კაცია ნაკრებზე პრეტენზია როგორ აქ რაც კი გოლი გაუშვა ბოლო შესარჩევში საქართველოს ნაკრებმა ყველაპერი ამის ბრალი იყო მარტო ერტ რამესჰი ვეტანხმები ქეცბაიას ეს ნაკრებიდან რო გაუშვაა
irakli
05:13 27-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული