სოსო ფრუიძე: ვეცდებით, "სამტრედიასთან" ეს პლუსები გამოვიყენოთ

AutoSharing Option
11 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში თასის ნახევარფინალის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის "დინამო" "ცხინვალს" შეხვდება, ხოლო საჩხერის "ჩიხურას" "სამტრედიასთან" იმერული დერბი ელის. პირველი შეხვედრები 7 აპრილს გაიმართება, ფინალისტების ვინაობა კი 28 აპრილს, საპასუხო მატჩების შემდეგ გაირკვევა.

"ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს ნახევარფინალში მისი გუნდის შანსის შეფასება ვთხოვეთ:

"თასის ნახევარფინალში გასული გუნდი სუსტი ვერ იქნება. "სამტრედიამ" თავისი შესაძლებლობები უკვე გამოაჩინა. ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და დაბალანსებული გუნდია.

ორი აზრი არ არის, დაძაბული შეხვედრები გველის, მაგრამ
"ჩიხურასაც" აქვს თავისი პლუსები: ესაა გუნდური გამოცდილება და უფრო შეთამაშებული შემადგენლობა. ვეცდებით, ეს პლუსები გამოვიყენოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული