ქუთაისი ევროტურნირების გარეშე - "ტორპედომ" თასზე "სამტრედიას" ვერ აჯობა

AutoSharing Option
9 მარტს, საქართველოს თასის გათამაშების 1/4-ფინალის კიდევ ერთი საპასუხო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ქუთაისში "ტორპედომ" "სამტრედიას" უმასპინძლა.

მიუხედავად მასპინძელთა სათამაშო უპირატესობისა, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე "სამტრედია" გავიდა, რომელსაც შინ გამართული პირველი შეხვედრა ანგარიშით 2:1 ჰქონდა მოგებული.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ნახევარფინალის საგზურები საჩხერის "ჩიხურამ" და "ცხინვალმა" მოიპოვეს, რომლებმაც შესაბამისად, რუსთავის "მეტალურგი" (3:0) და "ვიტ ჯორჯია" (4:1) დაამარცხეს.

თასის 1/4-ფინალის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც თბილისის "დინამო" გორის "დილას" მასპინძლობს, მოგვიანებით დასრულდება. პირველი ტაიმის შემდეგ დინამოელები მინიმალური ანგარიშით, ოთარ კაკაბაძის გოლით იგებენ.

ასევე იხილეთ:

საქართველოს თასის ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია