ოთარ კაკაბაძე: ბოლომდე თავდადებით ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
გორში ჩატარებული სათასო მატჩის შემდეგ, რომელშიც თბილისის "დინამო" გორის "დილას" უგოლოდ დაშორდა, კომენტარი გააკეთა დინამოელთა 19 წლის მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ. მან მომავალ მატჩზეც ისაუბრა:

"ვფიქრობ, გორში კარგი თამაში გამოვიდა, დაძაბული და საინტერესო. პირველი შეხვედრის კვალობაზეც, თამაშის რიტმი საკმაოდ კარგი იყო.

ჩემი აზრით, პირველ ტაიმში ჩვენს თამაშზე შეკრებაზე გავლილი მომზადების კვალი კარგად აისახა. არც მეორე ნახევარში გამოვსულვართ ცუდად, თუმცა ეპიზოდურად მეტი შეცდომა მოგვივიდა. ამაზე გვექნება სამუშაო, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ხარვეზები.

მომდევნო თამაში და შესაბამისად, ჩემპიონატის განახლება სამტრედიაში გვიწევს. დეტალურად
განვიხილავთ მათ გამოსვლას ბოლო სათასო შეხვედრაში და სათანადოდ მოვემზადებით.

რა თქმა უნდა, ურთულესი დაპირისპირება გველის. მეტოქე საკუთარ კედლებშია, ხელოვნური მინდორიც არაა ჩვენთვის მიმზიდველი.

ერთი კი დაზუსტებით შემიძლია გითხრათ - ფეხბურთელები ბოლომდე თავდადებით ვიბრძოლებთ, მიზანი კი გამარჯვებაა", - თქვა კაკაბაძემ

მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული