საქართველოს თასი. 1/4-ფინალი: უხვგოლიანი თრილერი "მესხზე"

AutoSharing Option
18 თებერვალს საქართველოს თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.

გორის "დილამ" საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. გუნდებს შორის შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.

"სამტრედიამ" ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედო" მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში 42-ე წუთზე ბექა ტუღუშმა გახსნა, ხოლო 65-ე და 67-ე წუთებზე დუბლი თორნიკე კაპანაძემ შეასრულა და "სამტრედია" დააწინაურა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე "ცხინვალისა" და "ვიტ ჯორჯიას" შორის შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა. მე-4 წუთზე ნიკა კაჭარავამ მასპინძლები დააწინაურა. მე-9 წუთზე კი სტუმრების ფეხბურთელმა ლევან საბაძემ გაათანაბრა.
ცხინვალელებმა დაწინაურება მალევე მოახერხეს. მე-13 წუთზე გიორგი ივანიშვილმა გამოიჩინა თავი, რასაც 4 წუთში შოთა დავლაშელიძის გოლი მოჰყვა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა. 45-ე წუთზე ლუკა თათხაშვილმა გამოიჩინა თავი. 48-ე წუთზე დუბლი ივანიშვილმა გაიფორმა - 3:3. ამის შემდეგ დაახლოებით 20 წუთში კაჭარავამ "ცხინვალი" წინ გაიყვანა - 4:3. 79-ე წუთზე დუბლი უკვე თათხაშვილმა შეასრულა და ანგარიში ისევ გათანბრდა. 88-ე წუთზე კი "ცხინვალის" კარის აღება ვანო კურდღელაშვილმა შეძლო. საბოლოოდ "ვიტ ჯორჯიამ" მეტოქეს ანგარიშით 5:4 სძლია.

რუსთავში "მეტალურგსა" და საჩხერის "ჩიხურას" შორის მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. I მატჩები.

დილა-დინამო 0:0
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 4:5 (2:3)
სამტრედია-ტორპედო 2:1 (0:1)
მეტალურგი-ჩიხურა 0:0

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩები 9 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვარ საერთოდ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი..ყველას ვენაცვალე გორსაც დინამოსაც ქუთაისსაც...მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა სამწუხაროა რომ საქართველოში არავინ დაფიქრებულა ის ვისაც ეხება რათქმაუნდა რომ ცხინვალი გააძლიეროს და ევროპაზე გაიყვანონ ., როგორც ეს აზერბაიჯანმა გააკეთა შექმნა გუნდი დაუდგნენ გვერდზე და ქვეჯგუფში ათამაშეს...მსოფლიოს გააგებინეს რომ ყარაბახი არის აზერბაიჯანი....იგივე უნდა გაკეთდეს სპარტაკზე და ამის დიდი იმედი მაქვს....
giorgi
00:24 19-02-2015
0
სამტრედიამ ბრძოლაში მოიგო,ყოჩაღ დარასელიას კაი გუნდი დაუყენებია,რასაც ვერ ვიტყვი ზამთარაძეზე ის აშკარად სუსტი მწვრთნელია და დღეს კაპანაძემ გადაარჩინა
paata xuchua
18:54 18-02-2015
0

სიახლეები პოპულარული