კოლხეთი-დილა 1:1 - მშვიდად და დამსახურებულად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საშინაო ნულოვანი ფრის შემდეგ წყვილის ფავორიტმა "დილამ" ფოთში სასურველ შედეგს მიაღწია და მეოთხედფინალში გავიდა.

გორელები მთელი შეხვედრის განმავლობაში მშვიდად აკონტროლებდნენ მატჩის მსვლელობას, რასაც დასაწყისშივე მათ მიერ გატანილმა გოლმა შეუწყო ხელი.

ფოთელებს თამაშის შემოსატრიალებლად დრო უხვად კი ჰქონდათ, მაგრამ რეალურად, "დილა" დღეს "კოლხეთზე" მეტად ყოჩაღობს და თასისთვის ბრძოლასაც დამსახურებულად აგრძელებს.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
კოლხეთი-დილა 1:1 (პირველი მატჩი 0:0)
გოლები: 0:1 წიქარიძე (3), 1:1 სიჭინავა (90)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები დილას !!!
ნატა
13:02 29-11-2014
0

სიახლეები პოპულარული