სიონი-ვიტ ჯორჯია 3:3 - კურდღელაშვილის ფაქტორი

AutoSharing Option
ამ გუნდებმა ზუსტად ერთი თვის წინათ, გორშივე გამართულ უმაღლესი ლიგის მატჩში 0:0 ითამაშეს. ერთი კვირის წინ კი, თასის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ვეტერინარებმა" კახა კახაბრიშვილის გოლით 1:0 იმარჯვეს.

საპასუხო დაპირისპირება ისევ ფრედ, ამჯერად 3:3 დასრულდა, რაც "ვიტ ჯორჯიასთვის" მომდევნო სტადიაზე გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.

ზურაბ ბერიძის შეგირდები რომ მეოთხედფინალში არიან, ამაში დიდია ვანო კურდღელაშვილის წვლილი. მან დუბლიც შეასრულა და არბიტრს "სიონის" კაპიტანიც გააძევებინა.

ცხადია, შედეგზე უმნიშვნელო გავლენა არც შეხვედრის დებიუტშივე გივი კვარცხელიას ავტოგოლს უთამაშია, მაგრამ ამის მიუხედავად, ბოლნისელებს იმედი არ
გადაუწურავთ და აკი მალევე აღადგინეს კიდეც წონასწორობა.

მატჩის კულმინაციაც სწორედ ეს 5-წუთიანი მონაკვეთი აღმოჩნდა. ბოლნისელი სოსო ჭიკაიძის მიერ გატანილ გამათანაბრებელ გოლს (1:1) კურდღელაშვილის პასუხი და ვიტელთა მეორედ დაწინაურება მოჰყვა.

იქვე, ერთ წუთში, "ბოლო იმედის" ჯარიმისთვის დავით სვანიძეს არბიტრმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

თბილისელებმა "სიონს" მეორე ტაიმის დებიუტშიც, როგორც იტყვიან, არ აცალეს მისალმება და კურდღელაშვილმა მესამედ დააწინაურა თავისი გუნდი. მესამედ წონასწორობის აღდგენა შეცვლაზე შესულმა ირაკლი სამხარაძემ მოახერხა. ეს ფეხბურთელი მატჩის დარჩენილ დროშიც აქტიურობდა, მაგრამ როგორც მის, ისე მისი მეგობრების მცდელობას შედეგი აღარ გამოუღია.

მოკლედ, "ვიტ ჯორჯიამ" მეოთხედფინალისკენ გაიკვალა გზა, ხოლო თასის გათამაშებიდან ჩამოცილებულ "სიონს", უმაღლესი ლიგის სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, პრობლემების მოსაგვარებლად ახლა უფრო მეტი დრო და ენერგია ექნება.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
06.11. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 200 მაყურებელი
სიონი-ვიტ ჯორჯია 3:3
(პირველი მატჩი 0:1)
გოლები: 0:1 კვარაცხელია (6-საკ. კარში), 1:1 ჭიკაიძე (20), 1:2 კურდღელაშვილი (23), ისიანი (45), 2:3 კურდღელაშვილი (47), 3:3 სამხარაძე (75)
სიონი: ბათიაშვილი, კვარაცხელია, სვანიძე, გ. ფოფხაძე, დ. ფოფხაძე, გოგობერიშვილი (46. განუგრავა), კანდელაკი, ზ. ლობჯანიძე, ჭიკაიძე (68. სამხარაძე), ისიანი, სირაძე.
სათადარიგოები: მერლანი, გიორხელიძე, ლიმა ლოპესი, ინწკირველი, ცხადაია.
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე (80. თათხაშვილი), კალანდაძე, გეთიაშვილი, მაისურაძე, დავლაშელიძე, ღიბრაძე, კურდღელაშვილი, კახაბრიშვილი, კვირკვია (88. ჩიტიშვილი), კუხალეიშვილი (46. ე. ლობჯანიძე).
სათადარიგოები: ჩალიგავა, დანელია, დადიანი, ხვისტანი
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
გაფრთხილება: სირაძე (23), კვირკვია (52), ისიანი (52), განუგრავა (58)
გაძევება: სვანიძე (25)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიტა გაიბრკინებს
zuri
17:27 08-01-2015
0

სიახლეები პოპულარული