საქართველოს თასის ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
25 ნოემბერს საქართველოს თასის 1/8-ფინალის ორი საპასუხო მატჩი გაიმართა.

გორში, "თენგიზ ბურჯანაძის" სტადიონზე ბოლნისის "სიონმა" "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრით, ანგარიშით 3:3 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "ვიტ ჯორჯიას" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე "ვიტ ჯორჯია" გავიდა.

რაც შეეხება მეორე მატჩს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე "სამტრედიამ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა. სამტრედიელებმა მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს - 3:0. პირველი მატჩი ასევე "დინამოს" გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. მეოთხედფინალში "სამტრედია" გავიდა.

შეგახსენებთ, რომ დანარჩენი მატჩები 26 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი
26 ნოემბერი. ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე". 13:30
"კოლხეთი" (ფოთი) - "დილა" (გორი)
პირველი შეხვედრა: 0:0
მსაჯები: ბ. ნინუა, ზ. ფიფია, ი. უკლება, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

26 ნოემბერი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა". 15:00
"დინამო" (თბილისი) - "შუქურა" (ქობულეთი)
პირველი შეხვედრა: 1:1
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ჭიჭინაძე, ა. ნონიკაშვილი (1 დამ. ასისტენტი), ხ. გაგნიძე (2 დამ. ასისტენტი), ლ. სილაგავა (სათადარიგო)

26 ნოემბერი. თერჯოლა, ცენტრალური სტადიონი. 13:30
"საპოვნელა" (თერჯოლა) - "სპარტაკი" (ცხინვალი)
პირველი შეხვედრა: 0:3
მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი, გ. ჩიგოგიძე, ა. კოკაია, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

26 ნოემბერი. ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი. 13:30
"ტორპედო" (ქუთაისი) - "მერანი" (მარტვილი)
პირველი შეხვედრა: 3:0
მსაჯები: დ. სანოძე, დ. ჩიგოგიძე, ა. ჟივიძე, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

26 ნოემბერი. რუსთავი, "ფოლადი". 13:30
"მეტალურგი" (რუსთავი) - "ზუგდიდი" (ზუგდიდი)
პირველი შეხვედრა: 2:0
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, კ. სადილიანი, ი. კაკაბაძე, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)

26 ნოემბერი. ზესტაფონი, "დავით აბაშიძე". 13:30
"ზესტაფონი" (ზესტაფონი) - "ჩიხურა" (საჩხერე)
პირველი შეხვედრა: 0:0
მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, ლ. თოდრია, ი. მაჩიტიძე, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)
მკითხველის კომენტარები / 6 /
ასე თამაში კი არა ბათუმმა ითამაშა საზიზღრად, თორემ არც დინამო მისცემს ამის საშუალებას, შეიძლება არც ჩიხურა მომდევნო ტურშივე, სტაბილურობა და გეგმაზომიერი განვითარებაა უმთავრესი
Qomagi
23:02 25-11-2014
0
yochag samtredias....
xatia
21:16 25-11-2014
0

სიახლეები პოპულარული