საქართველოს თასი. 1/8-ფინალის წინ: "ტორპედო" VS "სამტრედია"

AutoSharing Option
დღეს, 26 აპრილს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის დარჩენილი ოთხი მატჩი გაიმართება და მეოთხედფინალი სრულად დაკომპლექტდება.

მთავარი დაპირისპირება ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20:00 სთ-ზე დაიწყება - "ტორპედო" "სამტრედიას" უმასპინძლებს.

მანამდე კი, 16:00 სთ-ზე, სამი შეხვედრა შედგება. წყალტუბოს "სამგურალი" მარტვილში თბილისის "დინამოს" მიიღებს, "გორი" "თენგიზ ბურჯანაძეზე" თბილისის "ნორჩ დინამოს" უმასპინძლებს, ხოლო თბილისის "შევარდენი 1906" დუშეთში ლანჩხუთის "გურიას" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ოთხი მერვედფინალური მატჩი წინა დღეს, 25 აპრილს გაიმართა
და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება საჩხერის "ჩიხურამ", გორის "დილამ", "რუსთავმა" და ხონის "იმერეთმა" მოიპოვეს.

- საქართველოს თასი. 1/8-ფინალი: მესამელიგელი მეოთხედფინალში!

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი
26 აპრილი
მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა", 16:00
სამგურალი-დინამო (თბ)
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. თოდრია, დ. გაბისონია, ი. კვირიკაშვილი
დისკვალიფიკაცია: გაგა ჩხეტიანი (სამგურალი).

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 16:00
გორი-ნორჩი დინამო
მსაჯები: ა. ბასლეჰლო, დ. ახვლედიანი, ბ. ჟვანია, დ. ხარიტონაშვილი.

დუშეთი, სპორტ-კომპლექსის სტადიონი, 16:00
შევარდენი 1906-გურია
მსაჯები: გ. ავაზაშვილი, ი. მაჩიტიძე, დ. კურტანიძე, თ. ხუბულური

ქუთაისი, "რამაზ შენგელია", 20:00
ტორპედო-სამტრედია
მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, დ. სანოძე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შარშან ტორპედომ ყველა სათასო თამაში გასვლაზე ჩაატარა მაგრამ თასი მაინც აიღო
მინდია
17:23 26-04-2017
0
jurnalistebs kitxva ar gebadebat.. samtredia sul gasvlas rato tamashobs taszee? da tavidanve sul dzlieri gundi rato xvdeba. sharsham sachxeres sheaxvedres tavidanve exla qutais.. xonma unda itamashos shemdeg etapze da samtrediam ara.. magari kenchisyraaa. vai pederacia
gaga
16:12 26-04-2017
0

სიახლეები პოპულარული