საქართველოს თასი. 1/8-ფინალის წინ: დღეს "დილა" "კოლხეთს" გამოცდის

AutoSharing Option
25-26 აპრილს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება.

მერვედფინალის ცენტრალურ დაპირისპირებას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. ადგილობრივი "ტორპედო" "სამტრედიას" მიიღებს. იმერული კლუბების დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეული და სანახაობრივია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში კლუბები უკვე მესამედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ჩატარებული ორი შეხვედრიდან ერთი სამტრედიელებმა მოიგეს, ერთი კი - ქუთაისელებმა.

საინტერესო უნდა გამოდგეს ლიგა 3-ის წარმომადგენელთა დაპირისპირებაც. "გორი" საკუთარ "თენგიზ ბურჯანაძეზე" თბილისის "ნორჩ დინამოს" უმასპინძლებს. გუნდები ლიგაშიც კარგად ასპარეზობენ: ხუთი ტურის შემდეგ დინამოელებს 8 ქულა აქვთ და მეოთხეზე არიან, გორელები
კი - 6 ქულით მეხუთეზე.

მერვედფინალში ლიგა 3-ის კიდევ ორი კლუბი იასპარეზებს. ხონის "იმერეთი" საკუთარ მოედანზე "ბოლნისის "სიონს" დაუხვდება, თბილისის "შევარდენი 1906" კი ლანჩხუთის "გურიას" დაუპირისპირდება.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის დანარჩენი წყვილები ასე გამოიყურება: რუსთავი - ზუგდიდი, სამგურალი - დინამო თბ, დილა - კოლხეთი 1913, გაგრა - ჩიხურა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი
25 აპრილი
ხონი, ცენტრალური სტადიონი. 16:00
იმერეთი-სიონი
მსაჯები: შ. ქუხილავა, ზ. ფიფია, კ. სადილიანი, გ. კიკაჩეიშვილი

რუსთავი, "ფოლადი". 16:00
რუსთავი-ზუგდიდი
მსაჯები: პ. მაჭარაძე, გ. ელიკაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, თ. დადაჰავა

მცხეთა, "მცხეთა პარკი". 16:00
გაგრა-ჩიხურა
მსაჯები: ლ. სილაგავა, ა. აფციაური, ა. ჟივიძე, ჯ. ხორავა

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე". 16:00
დილა-კოლხეთი 1913
მსაჯები: ბ. ნინუა, დ. ჩიგოგიძე, ლ. ვარამიშვილი, გ. ვარდიძე

26 აპრილი
მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა". 16:00
სამგურალი-დინამო თბ
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. თოდრია, დ. გაბისონია, ი. კვირიკაშვილი
დისკვალიფიკაცია: გაგა ჩხეტიანი (სამგურალი)

დუშეთი, სპორტ-კომპლექსის სტადიონი. 16:00
შევარდენი 1906-გურია
მსაჯები: გ. ავაზაშვილი, ი. მაჩიტიძე, დ. კურტანიძე, თ. ხუბულური

ქუთაისი, "რამაზ შენგელია". 20:00
ტორპედო-სამტრედია
მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, დ. სანოძე

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე". 16:00
ფკ გორი-ნორჩი დინამო
მსაჯები: ა. ბასლეჰლო, დ. ახვლედიანი, ბ. ჟვანია, დ. ხარიტონაშვილი.

წყარო: GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული