დავით ჯიქია: ცეცაძის ყველა დავალებას რომ შევასრულებთ, უფრო წარმატებულები ვიქნებით

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" ფორვარდმა დავით ჯიქიამ სუპერთასის მოგების შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 თებერვალს, "სამტრედიამ" ქუთაისის "ტორპედოს" ანგარიშით 2:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად გახდა სუპერთასის მფლობელი.

- სამტრედია-ტორპედო 2:1 - პირველი სუპერთასი და პირველი დუბლი! [VIDEO]

"ტორპედოს" სახით ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა და ვფიქრობ, მაყურებლისთვის კარგი და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა, რადგან მომენტები ორივე გუნდს მრავლად ჰქონდა.

ფეხბურთელებმა მატჩის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. მადლობას ვუხდი სამტრედიელ და ქუთაისელ გულშემატკივარს თამაშზე მოსვლისთვის.

ყველა თამაშის გაანალიზებაა საჭირო და მოგვიანებით დღევანდელ
თამაშსაც გავაანალიზებთ. ჩემი აზრით, გია ცეცაძის დავალებების უმეტესი ნაწილი შევასრულეთ. მის ყველა დავალებას რომ შევასრულებთ, უფრო წარმატებულები ვიქნებით.

"ტორპედო" კარგი გუნდია და თავისუფლად შეუძლია ახალ სეზონში პირველ სამეულში მოსახვედრად იბრძოლოს", - თქვა ჯიქიამ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
IKA

მაგას რომ კაცი სამტრედიელებს დაუწერ, ამის მერე საერთოდ ფეხბურთზე ლაპარაკი უნდა აუკრძალო საკუთარ თავს.
თუ ვინმეს ჰყავს საქართველოში ფიზიკურად ყველაზე უკეთ მომზადებული კლუბი, ეს სწორედაც რომ სამტრედიაა.
ჯიქია კი მუდამ შრომობს.
Guadua
18:16 27-02-2017
0
ძალიან დაბალი დონეა სამწუხაროდ)))
ფიზიკურად ხართ ძალიან სუსტები ერთ ტაიმს ვერ გაქაჩავთ ასე საკვალიფიკაციოზე :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული