გია ცეცაძე: ჩემპიონატის დაწყებამდე ტრანსფერებს არ გამოვრიცხავ

AutoSharing Option
13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სუპერთასი, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და "სამტრედია" დაუპირისპირდებიან, 26 თებერვალს, მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

- საქართველოს სუპერთასი მარტვილში გაიმართება

"სამტრედიის" მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს თურქეთში დავუკავშირდით და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ. გარდა სუპერთასისა, ცეცაძემ შეკრებაზეც ისაუბრა, რომელსაც "სამტრედია" დღეს "ოლეკსანდრიასთან" მატჩით დაასრულებს.

"ხელოვნურ საფარს უპირატესობად ვერ ჩავთვლი, რადგან 1-2 გამონაკლისის გარდა, საქართველოში ყველგან ასეთი მოედანია და კლუბები მიჩვეულნი არიან მასზე თამაშს. ჩვენთვის მარტვილში თამაში სტადიონის სიახლოვის გამო იქნება კარგი - სამტრედიასთან ახლოსაა.

პრინციპში,
სადაც უნდა ყოფილიყო თამაში, ჩვენი მიზანი ყველგან მოგება იქნებოდა და ახლაც ასეა.

შეკრება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ფიზიკურ მომზადებაზე გვსურდა მუშაობა და ამ მხრივ კმაყოფილი ვარ. ლვოვის "კარპატისთან" თამაშს ალბათ ნახავდით - ფეხბურთელებმა 9-10 კილომეტრი ირბინეს და ამ შეკრების უმთავრესი მიზანიც ეს იყო.

დღეს ბოლო საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ, რის შემდეგაც საქართველოში დავბრუნდებით. არ გამოვრიცხავ, ჩემპიონატის დაწყებამდე ტრანსფერები კიდევ განვახორციელოთ", - გვითხრა ცეცაძემ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
warmatebebia giaaa... gvjera sheniiii
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული