ახალ ქართულ სპორტულ არხზე დიმიტრი ობოლაძეც იმუშავებს

AutoSharing Option
სულ მალე სპორტის ქართველი გურმანები ახალ სპორტულ არხს მიიღებენ. ქართულ სატელევიზიო სივრცეში გამოჩნდება "სეტანტა საქართველო" და "სეტანტა საქართველო +". ამგვარი სერვისებით დღევანდელი ქართული ტელებაზარი ნამდვილად არ არის მდიდარი. აქედან გამომდინარე, ეს სასიამოვნო სიახლე უნდა იყოს გულშემატკივრებისთვის.

არხზე რამდენიმე ცნობილი სახე იმუშავებს. მათ შორისაა დიმიტრი ობოლაძე, რომელსაც რამდენიმე კითხვით მივმართეთ. ველაპარაკეთ თავად არხის დამფუძნებელ კოტე ჯორბენაძესაც:

დიმიტრი ობოლაძე:
- "სეტანტას" ორი არხი იქნება საქართველოში. გულშემატკივარს შევთავაზებთ იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებს, ასევე, შოტლანდიის ჩემპიონატს, ინგლისის თასის გათამაშებას, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს. ახალი
სეზონიდან იქნება ფორმულა 1, კრივი, რაგბიში ტოპ14-ის გათამაშება. მოკლედ, საინტერესო ეთერის მოლოდინში ვართ.

- "სეტანტა" აქამდეც მაუწყებლობდა საქართველოში. ეს არხი რუსულს ჩაენაცვლება?
- დიახ, რუსულს ჩაანაცვლებს.

- ეთერში როდის გახვალთ?
- სავარაუდოდ, 11 დეკემბრიდან ეთერში ვიქნებით.

კოტე ჯორბენაძე:
- ჩვენი არხის მაყურებელს შეეძლება, თავად აირჩიოს ის ენა, რომელზეც სურს რეპორტაჟის ყურება. შესაძლებელი იქნება არჩევანის გაკეთება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს შორის.

- კომენტატორთა კონტინგენტი უკვე შეარჩიეთ?
- ჩვენთან იქნება დიმიტრი ობოლაძე, ასევე, ნოდარ სიმსივე. ის არის ნიჭიერი ახალგაზრდა კომენტატორი და, ამავე დროს, მსახიობიც. მოგეხსენებათ, "ჰეროკრატიაში" თამაშობს...

რაგბის რეპორტაჟებს ნიაზ მამრიკიშვილი გაუძღვება. იცით, რომ ტოპ14-ში ქართველი მორაგბეები თამაშობენ...

ვაპირებთ კონტინგენტის გაფართოებასაც.

- თქვენი ეთერი მთელ საქართველოს მოიცავს?
- დიახ, მთელ საქართველოს, ოღონდ - თანდათანობით. ეტაპობრივად, ყველა ოპერატორზე გავალთ.

- ხომ არ აპირებთ, ყურადღება მიაქციოთ საქართველოს შიგნით მიმდინარე სპორტულ მოვლენებსაც?
- რა თქმა უნდა, ესეც გვაქვს გეგმაში.

- ცალკე გკითხავთ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატზე. ფეხბურთის ფედერაცია ამისთვის სპეციალურ არხს კი ქმნის, მაგრამ ჩვენს პირველობას ზედმეტი პოპულარიზაცია არ აწყენდა...
- იყო ამის თაობაზეც ლაპარაკი. ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
გამარჯობათ მე მაინტერესებს ამ არხების ყურება როგორ არის შესაძლებელი ანუ სატელიტურ ანტენებზე თუ ჩვეულებრივ საკაბელო ??
ბადრი
19:44 05-12-2016
0
რომ არ ჩავუწიო, ისე ვერა!? კარგ კომენტატორს თუ დასვამენ და ასეთ უცოდინარს ფეხბურთის წესებში, რაც არაერთგზის დაამტკიცა.
ოკრიბელი სოლოლაკელს
18:09 05-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული