U19: თბილისის "დინამო" შინ ალმათის "ქაირათთან" განადგურდა

AutoSharing Option
29 სექტემბერს უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩში თბილისის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდმა ალმათის "ქაირათის" თანატოლებს უმასპინძლა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა - 0:3.

პირველ ტაიმში გოლები არ გასულა, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი გაუშვეს, რომელთაგან პირველ ორში მეკარის დადანაშაულება შეიძლება.

ახლა ლევან გვანცელაძის შეგირდებს საპასუხო მატჩი ყაზახეთში ელით.