პაოკ-ი-დინამო 2:0 - ცვლილებების იმედად დასრულებული ევროასპარეზი...

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" დღეს, 25 აგვისტოს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ადგილობრივი პაოკ-ის წინააღმდეგ ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩი გამართა.

თბილისში განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ, თბილისელები დღეს სტუმრადაც დამარცხდნენ. ანგარიში უკვე მატჩის მე-5 წუთზე მენდეს როდრიგესმა გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე დინამოელთა კარში გიორგოს ტზაველასის გოლიც მოყვა - 2:0.

ამჯერად, "დინამოსთვის" და ზოგადად, ქართული კლუბებისთვის, წელს ევროასპარეზზე გამოსვლა წარუმატებლად დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გორის "დილა", საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია" ევროპალიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნენ, "დინამომ" კი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერევნის "ალაშკერტს"
სძლია, შემდეგ კი ჯერ ზაგრების "დინამოსთან" დამარცხდა, ახლა კი პაოკ-თანაც.
მკითხველის კომენტარები / 27 /
FEDERACIA RA SHUASHIA KERZO KLUBTAN?TvITON MEPATRONEM MOAGVAROS TAVISI KLUBIS PROBLEMEBI.IARABEKI KI GAUSHVA BATONMA ROMANMA MAGRAM GVANCELADZE USHVELIS DIAMOS?ARA MGONIA.GVANCELADZE BAVSHVEBTAN MUSHAOBDA DA BAVSHVEBI SUL SXVAA.DIDI GUNDI KI SXVA.TUMCA IATABEKS JOBIA.
Goga
10:17 26-08-2016
0
დინამო გადასულია ჰოლანდიურ მოდელზე-აიაქსმა გააკაეთა ასე,1995 ჩემპიონთა ლიგა მოიგო და იმის შემდეგ მხოლოდ ფეხბურთელების გაყიდვაზეა ორიენტირებული-ევროთასები აღარ აინტერესებს-მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატი,სადაც დონეც მაღალია და ტრიბუნებიც ივსება.ჩვენთან არც დონეა მაღალი,არც ტრიბუნები ივსება და მიდის თამაშების ყიდვა-გაყიდვა,რაც კარგი შემოსავალია, ფეხბურთელების გაყიდვასთან ერთად.
სამხრეთი ტრიბუნა
10:12 26-08-2016
0

სიახლეები პოპულარული