იურაი იარაბეკი: ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა...

AutoSharing Option
ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩის წინ, თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის საპასუხო მატჩს დინამოელები ხვალ სალონიკში პაოკ-ის წინააღმდეგ გამართავენ. პირველი მატჩი თბილისელებმა საკუთარ მოედანზე ანგარიშით 0:3 დათმეს. ქართულ და ბერძნულ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 25 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

- პაოკ-ი VS დინამო (თბ) - პრესტიჟისა და ღირსებისთვის, რევოლუციამდე...

"სამწუხაროდ, იმ თამაშის ჩვენება, რომლისაც თბილისში გვსურდა, არ გამოგვივიდა. ანგარიშიც მასპინძელთა უპირატესობაზე მეტყველებს...

ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ჩვენ აქ კარგი
ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და ხვალ სწორედ კარგი ფეხბურთის თამაშს ვეცდებით. ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა, თუმცა დაცვასაც უნდა მივხედოთ - მეტოქე კარგი გუნდია და კონტრშეტევაზე კარგად თამაშობს. ვეცდებით ვითამაშოთ ისე, როგორც თბილისში გამართული მატჩის პირველი ტაიმი - იქ პაოკ-მა მეორე ტაიმში გვაჯობა!

ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერია შესაძლებელი", - ციტირებს "დინამოს" თავკაცს ბერძნული sport24.gr.
მკითხველის კომენტარები / 72 /
1-4 s movigebt xalxno uechveli info maq amtamashis sa magar kushs velodebi!!!
MOVIGEBT
15:00 25-08-2016
0
მდააა,მძიმე სურათია.
თუ დინამო კარის ჩარჩოში სამჯერ ზუსტად დაარტყავს,ვიტყვი,რომ დინამომ შეტევაში საკმაოდ კარგად ითამაშა,მაგრამ დაცვა?დაცვას რაღას უშვრებით?ჯგუფისათვის რენეც კი სუსტია და სხვა ლეგიონერებზე ლაპარაკიც ზედმეტია.
სოსო
14:08 25-08-2016
0

სიახლეები პოპულარული