თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე პაოკ-თან განადგურდა

AutoSharing Option
დღეს, 18 აგვისტოს, თბილისის "დინამომ" ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩი შინ ბერძნულ პაოკ-თან გამართა და სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა - 0:3.

ანგარიში მატჩის მე-20 წუთზე ლეონარდო მატოსმა გახსნა, რასაც 71-ე წუთზე ხოსე ანხელ კრესპოს გოლიც მოყვა. მატჩის საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე მოედანზე 2 წუთის შემოსულმა ფაკუნდო ფერეირამ დააფიქსირა.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა სალონიკში 25 გვისტოს გაიმართება.