დინამო-პაოკი: თამაშამდე 1 საათით ადრე დაახლოებით 7 000 ბილეთია გაყიდული

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და სალონიკის პაოკ-ს შორის დღეს გასამართი ევროპალიგის პლეი ოფის მატჩზე დასასწრები გაყიდული ბილეთების რაოდენობა თამაშამდე 1 საათით ადრე დაახლოებით 7 000-ს შეადგენს.

აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-მ "დინამო არენას" სალაროებიდან მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩი ქართულ და ბერძნულ გუნდებს შორის "დინამო არენაზე" დღეს 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარს შეადგენს. ბილეთები "დინამო არენის" სალაროებში იყიდება.