მეტოქე პაოკ-ი: ივიჩს მცირე პრობლემები აქვს, დიმიტრიადისი საეჭვოა

AutoSharing Option
18 აგვისტოს თბილისის "დინამო" ევროპალიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში საბერძნეთის პაოკ-ს უმასპინძლებს. შეხვედრა "დინამო არენაზე" 20 საათზე დაიწყება.

ბერძნებმა თბილისში ჩამოსვლამდე ყველაზე დატვირთული ვარჯიში კვირას გამართეს. პაოკ-ის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ივიჩმა ფეხბურთელები დაცვიდან შეტევაში გადასვლასა და შეტევიდან დაცვაში დროულ დაბრუნებაზე ავარჯიშა.

ბოლო ცნობებით, ვარჯიშები ანგოლელმა შემტევმა მანუელ ბრაუნ აბელ კამპოსმა (ჯალმა) და ბოსნიელმა ნახევარმცველმა გოიკო ჩიმიროტმა გამოტოვეს. თუმცა მათ უმნიშვნელო ტრავმები აქვთ და ივიჩი იმედოვნებს, რომ ისინი, საჭიროების შემთხვევაში, თბილისში გუნდს დაეხმარებიან.

თუ პაოკ-ის პრესსამსახურს დავუჯერებთ, შედარებით მძიმე ტრავმა მხოლოდ ანასტასიოს
დიმიტრიადისს
აწუხებს და, შესაბამისად, "დინამოსთან" მისი თამაში საეჭვოა.

თბილისის "დინამოს" პრესსამსახურმა კი საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა: არსებობის ისტორიაში, გუნდმა 18 აგვისტოს 12 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, საიდანაც 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, ხოლო 4 - წააგო.

ამ დღეს, "დინამომ" ევროთასებზე ორი შეხვედრა ჩაატარა: 1993 წელს ჩემპიონთა თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის "ლინფილდი" შოთა არველაძისა და გელა ინალიშვილის გოლებით 2:1 დაამარცხა, ხოლო 2011 წელს, ევროპალიგის პლეი ოფში თბილისელები ათენში აეკ-თან 0:1 დამარცხდნენ.

იმედია, წლევანდელი 18 აგვისტო თბილისის "დინამოსთვის" (და რა თქმა უნდა, მისი გულშემატკივრებისთვის) იღბლიანი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რააზრი აქ დინამო ჩიხურას ვერ უგებს :D:D:D:
0
ერთ დროს მოწინავე საფეხბურთო ქვეყნების რიგებში მყოფი საქართველო დღეს მხოლოდ "მაჩანჩალას" როლით კმაყოფილდება და არაფრის შეცვლას არ აპირებს.
გუჯა კახაძე
12:13 17-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული