ევროპალიგა: "დინამოს" სავარაუდო მეტოქეთა რაოდენობა 5-მდე შემცირდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეთა რაოდენობა ევროპალიგის პლეი ოფში 5-მდე შემცირდა.

საქართველოს ჩემპიონის სავარაუდო მეტოქეები არიან:

ალკმაარი (ჰოლანდია), პაოკ (საბერძნეთი), სლოვან ლიბერეცი (ჩეხეთი), სენტ ეტიენი (საფრანგეთი), აუსტრია (ავსტრია).

ევროპალიგის პლეი ოფის წილისყრა დღეს, 5 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ჩვენი დროით 15:00 საათზე დაიწყება.

ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩები 18 აგვისტოს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 25 აგვისტოს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" განუთესავთა შორის არის.