"საბურთალო 1"-მა დანიის საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს თასი მოიპოვა!

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ დანიაში მიმდინარე საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე, "დანა ქაფზე" საქართველოს უნივერსიტეტი" (მწვრთნელი ზაზა დიდებაშვილი) ჯგუფის მესამე თამაშში ნორვეგიულ "რინსკას" შეხვდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. სამწუხაროდ, ქართველებს გიორგი თიგიშვილის ლამაზი გოლი არ ეყოთ.

Sportall.Geპლეი ოფში ისევ ნორვეგიულ "ნორდენთან" გიორგი თიგიშვილმა ორი ლამაზი პასით ბადრი სამსონიას გაატანინა, მესამე ირაკლი ზარიძის პასით მირიან ელიაშვილმა შეაგდო - 3:0.

მერვედფინალში კი უკვე ნორვეგიულმა "ვინემ" იძალა - თიგიშვილის ლამაზი გოლი ქართველებს ოდენ საპრესტიჟოდ ეყოთ - 1:2.

"საბურთალოს" მეორე გუნდის (რომელსაც გიორგი გეგუჩაძე წვრთნის) წინა ორი
თამაშების მოგება შეგატყობინეთ. მესამე მატჩი თაზო სახვაძის დუბლით 2:1 მოიგეს ნორვეგიულ "სელბორნთან" და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ, 1/32-ფინალში ისევ ნორვეგიულ "მადლასთან" 5:4 პენალტებით მოიგეს, მერე მათ თანამემამულე "სანდნესტსი" სძლიეს - 1:0.

აქ მძიმე ტრავმა მიიღო გურამ კაშიამ, რამაც დამთრგუნველად იმოქმედა გუნდზე და მერვედფინალში ასევე ნორვეგიულ "ჰინასთან" 0:4 წააგეს და გათამაშებას გამოეთიშნენ.

Sportall.Geსამაგიეროდ, წარმატებით ითამაშა დანიაში "საბურთალო 1"-მა და 200 გუნდში ბრინჯაოს თასი და მედლები დაისაკუთრა!

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვოვა მუსერიძის გაწვრთნილებმა ჯგუფში სამივე თამაში მოიგეს ნორვეგიულ გუნდებთან: "ტროტთან" 10:0, "ფალკეიდთან" 9:0 და "ჰანკამთან" 4:0 და ბურთების რეკორდული შეფარდებით, 23-0 ჯგუფში პირველ ადგილი დაიკავეს. 

შემდეგ კი 1/32-ფინალში 5:0 მოუგეს ისევ ნორვეგიულ "ჰინას", მერე პენალტებით ასევე ნორვეგიულ "სკანდსმოს" - 6:5, მერვედფინალში "ჰოლმენს" გადაუარეს - 3:0 (გოშთელიანი, ხვედელიძე, უთმელიძე), მეოთხედფინალში "ასკიმს" - 2:1 (უთმელიძე, ხვისტანი) და ფინალში გასასვლელ, რიგით მერვე მატჩში იორდანიის ნაკრებთან პენალტიდან გაშვებული გოლით დამარცხდნენ - 0:1.

რვა მატჩში ბიჭებმა 34 გოლი გაიტანეს და მცირედი დააკლდათ ფინალამდე.

აღსანიშნავია, რომ ქართულ გუნდებს გულშემატკივრობდნენ დანიაში მცხოვრები ქართველი ბავშვები.

კოტე რუხაძე დანიიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული