ჯაბა ჯიღაური: მჯერა, თბილისის "დინამო" მეტოქეს დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ეტაპზე განცდილი მარცხის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისელები სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.

- დინამო (ზ) - დინამო (თბ) 2:0 - სამწუთიანი კოშმარის საფასური [VIDEO]

"თამაშიდან გამომდინარე, მინიმუმ ერთი გოლის გატანას მაინც ვიმსახურებდით, თუმცა ეს ფეხბურთია - ზაგრების "დინამო" გამოცდილი გუნდია და 3-წუთიანი კონცენტრაციის დაკარგვა არ გვაპატია.

მჯერა, რომ 2 აგვისტოს, თბილისის "დინამო" მეტოქეს დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს.

ეს ის
მომენტია, როცა გულშემატკივრის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. შეუძლებელი არაფერია და ამის დამტკიცებას ჩვენი გუნდი საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ შეეცდება", - გვითხრა ჯიღაურმა.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა "დინამო არენაზე" 2 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 22 /
me visurvebdi,rom sdadioni gaivsos,magram amistvis sachiroa yoveldgiuri reklama wamyvan telearxebze,regionebshi gasvla agitacia,transportis gamoyofa.aravis unda zedmeti xarjebi da arc aravinaa mowadinebuli...
gocha123
13:46 29-07-2016
0
ბევრი კომენტარის გარეშე. მოვდივარ!!!
Temo
10:48 29-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული