აკაკი დევაძის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარე აკაკი დევაძეს გუშინ, 27 ივლისს, თურქეთში ღვიძლის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

ამის შესახებ მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში დაწერა.

"ოპერაცია წარმატებულად დამთავრდა. დიდი მადლობა ექიმებს, დიდი მადლობა თქვენ, ჩემო მეგობრებო და ყველაზე დიდი მადლობა, ჩემო უფალო, ასეთი წყალობისთვის", - წერს დევაძის მეუღლე.

შეგახსენებთ, რომ დევაძეს მთელი საფეხბურთო სამყარო გვერდში დაუდგა. სპეციალურ ანგარიშზე თანხა ჩარიცხეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, ფეხბურთის ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ... გაიმართა საქველმოქმედო აქციაც, მეგობარს ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც დაეხმარა.

უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებმა
სოლიდარობა გამოიჩინეს და დევაძის ანგარიშზე ერთიანი ფონდიდან სოლიდური თანხა დარიცხეს. თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი მატჩის გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა დევაძის მხარდასაჭერ ფონდში სრულად გადარიცხა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა ღმერთს,ეს ის შემთხვევაა როცა ყველას უხარია კაკოს კარგად ყოფნა
0

სიახლეები პოპულარული