"მთავარი იარაღი, რითაც მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, გულშემატკივარია!"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ეტაპზე განცდილი მარცხის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისელები სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.

- დინამო (ზ) - დინამო (თბ) 2:0 - სამწუთიანი კოშმარის საფასური [VIDEO]

"მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, ბევრ კომპონენტში მეტოქეს ვაჯობეთ კიდეც, რაც, საბოლოოდ, სტატისტიკაშიც აისახა, მაგრამ შეცდომები დავუშვით, რის ხარჯზეც საკუთარ კარში ორი გოლი მივიღეთ. ზაგრების "დინამოს" ინდივიდუალურად კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

გაშვებული გოლების შემდეგაც გვქონდა ბევრი
მომენტი, რომელთა რეალიზებაც, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. ჩემი აზრით, 0:2-ით წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით.

ეს თამაში უკვე წარსულს ჩაბარდა. ახლა საკუთარ მოედანზე სწრაფი გოლის გატანას უნდა ვეცადოთ, მომენტების რეალიზება მოვახდინოთ, მთავარი იარაღი კი, რითაც მეტოქის დამარცხება შეგვიძლია - გულშემატკივარია! უნდა გავერთიანდეთ და ერთად დავძლიოთ ეს ბარიერი. პირველმა თამაშმა დაგვანახა, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება", - გვითხრა პარუნაშვილმა.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 2 აგვისტოს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება.