აკაკი დევაძე: ეს ახლა მითხრეს და კინაღამ გული გამისკდა...

AutoSharing Option
აკაკი დევაძე მალე ოპერაციას გაიკეთებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე მთელი საფეხბურთო სამყაროს ზრუნვის საგანი გახდა.

სპეციალურ ანგარიშზე თანხა ჩარიცხეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, ფეხბურთის ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და უშუალოდ მინისტრმა, ვეტერანმა მოთამაშეებმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებმა, თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ; გაიმართა საქველმოქმედო აქციაც...

შევიტყვეთ, რომ დევაძე თურქეთშია და ოპერაციას ელოდება. მას თითქოს ფული ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორი თვის განმავლობაში კლინიკაში იმდენი გაუთვალისწინებელი ხარჯის გაღება დასჭირდა, ვეღარ გასწვდა და თანხა დააკლდა. დრო კი
სწორედ ახალი დონორის ძებნაში გაეწელა.

"რეაბილიტაციის ფული არ მაქვს და აქამდეც 11 ათასი დოლარი ვალი დავიდე. ოპერაციის მერე 3 დღე გამაჩერებენ და თუ არ გადავუხადე, ქუჩაში ვრჩები. ეს ახლა მითხრეს და კინაღამ გული გამისკდა. ცხოვრებამ ძალიან გამამწარა. რა ვქნა, ამდენი ხალხი დამეხმარა და კიდევ ვის რა ვთხოვო?!" - ეს არის წერილი, რომელიც კაკო დევაძემ მეგობარს სასოწარკვეთისგან მისწერა, მეგობარმა კი ჩვენ გადმოგვცა, რადგან სხვა გზა აღარ რჩებოდა.

ჩვენ კი ვალდებულები ვართ, ეს მკითხველსაც ვუთხრათ - მათ, ვინც ყოველთვის გვერდში ედექით და როცა სამშვიდობომდე ცოტაღაა დარჩენილი, დახმარება არც ახლა დაგვენანება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სულ პატარა ბიჭი ვიყავი აკაკი დევაძე რო ნაკრებში თამაშობდა,შეიძლება ვცდები და სუბიექტური ვარ მაგრამ,მგონია რო კარგი ფეხბურთელი იყო,გამოჯამრთელებას გისურვებ ჩემო აკაკი,ნეტავ მომცეს ღმერთმა იმდენი რომ,ყველანაირად დაგეხმარო,ჩემი ლოცვით და კეთილი სურვილებით მიგულე შენ გვერდით.
0
მეც სამკურნალო ვარ და არანაირი გასაქანი არ გამაჩნია, თორემ სიამოვნებით დავეხმარებოდი, იმდენად ვაჟკაცი კაცი და კარგი ადამიანია, ბოდიში კაკო ვერ გეხმარები, უფალი შეგეწევა, კარგ ხალხს რა გამოლევს. ჯანმრთელი გვენახოს შენი თავი, ა მ ი ნ !!!!!!!!!
gela
17:01 27-07-2016
0

სიახლეები პოპულარული