ზლატკო კრანჩარი: თბილისის "დინამო" კარგი გუნდია, ჩვენ - უკეთესი!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, ზაგრების "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ზაგრების "დინამომ" შინ თბილისის "დინამოს" ორბურთიანი სხვაობით სძლია.

- თბილისის "დინამო" ზაგრებში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა

"იმაზე რთული შეხვედრა გამოდგა, ვიდრე წარმოვიდგენდი. თუმცა შედეგი კარგია, ბოლო-ბოლო, მოგებას ვიმსახურებდით.

არ იყო ადვილი, მაგრამ მთელ მატჩს ვაკონტროლებდით. ერთია, რომ პირველი 15 წუთი არ ვიყავით სათანადო დონეზე, შემდეგ კი გონს მოვეგეთ და უკეთესი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ.

თბილისის
"დინამო" კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ - უკეთესი. მეორე მატჩში სიფრთხილე გვმართებს", - განაცხადა კრანჩარმა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ყველანი სტადიონზე გავავსოთ დინამო არენა..დაკარგული არაფერია..
პაატა
17:45 27-07-2016
0
დინამოს მხარდაჭერა სჭირდება! აბ ვანახოთ თბილისის და საქართველოს ძალა!! 40 000 სტადიონზე!! ჰერიო ბიჭებო!!

პ.ს. ფიფიას არააა!!!!
DINAMO TB!
15:18 27-07-2016
0

სიახლეები პოპულარული