იურაი იარაბეკი: ფავორიტები ხართ, მაგრამ აქ ჩვენი კოზირებით ჩამოვედით!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს თბილისის "დინამო" ხვალ ზაგრებში ადგილობრივ "დინამოსთან", თბილისის დროით 22:45 საათზე გამართავს. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი უზრუნველყოფს.

"ორ "დინამოს" შორის ერთი დიდი სხვაობაა: თქვენ ფავორიტები ხართ, უნდა მოიგოთ და ეს ერთგვარი წნეხია, მაგრამ აქ ჩვენი კოზირებით ჩამოვედით, რის ხარჯზეც მეოთხე ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. იმედი მაქვს, შევძლებთ მეტოქეს სიურპრიზები შევთავაზოთ", - ციტირებს იარაბეკს 24sata.hr.

მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციას "დინამოს" ხორვატი ფეხბურთელი მატია შპიჩიჩიც დაესწრო.

"ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა. აქ დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღწევად ჩამოვედით. ვეცდებით, გოლი გავიტანოთ. გვესმის, რაოდენ რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ", - განაცხადა შპიჩიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
მე ზესტაფონიდან გიერთებთ ხმას, ბიჭებო. წარმატებები დინამოს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს, მთლიანად საქართველოს!!!
mamuka09ze
13:26 26-07-2016
0
ხორვატებს ვარდარზე სუსტ გუნდად მივაჩნივართ! ისე ამ პატარა ასოთი დაწერილ დინამოს ჩვენმა დინამომ თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს!
პ.ს. სახელი რომ პატარა ასოთი ექნებათ დაწერილი ის დიდი გუნდი ვერასოდეს ვერ იქნება :))))
0

სიახლეები პოპულარული