თეო ვიკსი: "გაბალასთვის" "სამტრედია" უფრო რთული მეტოქე იყო, ვიდრე - მტკ!

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "გაბალას" ფორვარდმა თეო ვიკსმა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდგომ, azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "სამტრედიაზეც" ისაუბრა.

აზერბაიჯანელთა მეტოქე უნგრული მტკ იყო, რომლის დამარცხებაც "გაბალამ" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:1 შეძლო. მანამდე კი, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "გაბალამ" "სამტრედიას" ბარიერი იოლად გადალახა (6:3).

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]
- სამტრედია-გაბალა 2:1 - კარის გაჯახუნება [VIDEO]

"ვფიქრობ, "სამტრედია" მტკ-ზე რთული მეტოქე იყო. "სამტრედიაში" ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ისინი წუთითაც არ ჩერდებოდნენ.

მტკ კარგი გუნდია, მაგრამ ქართველებს ნამდვილად ჩამორჩება", -
განაცხადა ფორვარდმა, რომელმაც "სამტრედიასთან" ჰეთ-თრიკი გაიფორმა.