იურაი იარაბეკი: ფავორიტი მეტოქეა, მაგრამ "დინამოს" შანსები აუცილებლად ექნება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა "ლელოსთან" ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა ზაგრების "დინამოსა" და მაკედონიის "ვარდარის" საპასუხო მატჩის შემდეგ:

"ზაგრების "დინამო" ხორვატიის ჩემპიონია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ხორვატიის ნაკრები კი, რომელიც სერიოზული ძალა იყო ევროპის ჩემპიონატზე და საფრანგეთში ზაგრების "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელმა ითამაშა კიდეც...

რაც შეეხება უშუალოდ მეტოქის თამაშს, ზაგრების "დინამო" ძალზე ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს. ეს კარგია იმიტომ, რომ ჩვენს ბიჭებს უყვართ ფეხბურთის თამაში და მათ სწორედ ისეთ გუნდებთან დაპირისპირება ურჩევნიათ, რომლებიც თამაშს არ "კლავენ"...

ჩვენთვის კარგი ინფორმაცია ის არის, რომ
მარკო პიაცა
ზაგრების "დინამოში" აღარ ითამაშებს. წყვილის ფავორიტი მაინც მეტოქეა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გვექნება შანსები და ისინი უნდა გამოვიყენოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ნამდვილად არ არის საჭირო პანიკა, ჩვენმა ბიჭმება უნდა გავიდნენ მოედანზე და მაქსიმუმი დადოს. ზაგრების რა თქმა უნდა რთული მეტოქეა, თუმცა საკუთარი თავის რწმენა და ბოლომდე ბრძოლა წარმატების გარანტია.
RMAGT7
23:14 23-07-2016
0
უბურთოები გასარუჯად არ გაუშვა, ბურთიანთან ერთად ამოძრავე, და "დინამოსაც" ეშველება და ქართულ ფეხბურთსაც!
გუჯა კახაძე
22:37 23-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული