მეტოქე: ზაგრების "დინამოს" შემტევი ნახევარმცველიც ტოვებს!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ზაგრების "დინამო", შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონთან პირველ მატჩამდე გუნდის კიდევ ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვოს.

საუბარია გუნდის შემტევ ნახევარმცველ მარკო როგიზე, რომლითაც, ხორვატიული პრესის ცნობით, ერთბაშად ორი იტალიური გუნდი ინტერესდება.

როგის ყიდვა ტურინის "იუვენტუსს" სურს, რომელმაც ზაგრების "დინამოს" ფორვარდი მარკო პიაცა უკვე შეიძინა, თუმცა, მედიის ცნობით, ნახევარმცველისთვის ბრძოლაში ფავორიტი "ნაპოლია", რომელიც, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაიფორმებს კიდეც მას.

თუ ასე მოხდა, ზაგრების "დინამო" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, გარდა ფორვარდ მარკო პიაცასა, შემტევ ნახევარმცველსაც
დაკარგავს.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ორ "დინამოს" შორის ხორვატიაში 26 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეჰ,რის იმედად დარჩა გულშემატკივარი!
11 8-ზე ვეთამაშოთ.
გაგა
17:00 21-07-2016
0
ლუკა-ს. ლუკა, ნუ მიწყენ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ტიპიური ღრუზინი ხარ (თუ არ იცი რას ნიშნავს ეს, შემეხმიანე და აგიხსნი). რისთვის ან რატომ აკეთებ ასეთ უაზრო და არაფრისმთქმელ კომენტარს? თუმცა ცალსახაა, რომ შენ ისე გსიამოვნებს "დინამოს" წარმატება, როგორც საქონლის ,... ჭამა. ხომ ასეა? კი ასეა!!!!
koka
15:08 21-07-2016
0

სიახლეები პოპულარული