არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე ა(ა)იპ "35-ე საფეხბურთო კლუბის" პრეზიდენტი გოჩა ა. (ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გოჩა ავსაჯანიშვილი) და მოქალაქე ვასილ მ. დააკავეს.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა გოჩა ა-მ მოქალაქე ვასილ მ-ს დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ა(ა)იპ "35-ე საფეხბურთო კლუბში" ფიქტიურად გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 8 000 აშშ დოლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ
მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 25-221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 35 /
მარტო ავსაჯანაა დასაჭერი? რას ამბობტ თქვენ უარესები მოხვედით ვერ მოიშორეთ ხო ავაჯანა მასე გინდათ მოიშოროთ? გცხვენოდეთ მაგას ვინ ვერ ხვდება
goga
20:47 04-07-2016
0
ავსაჯანამ რა ქნა ტქვენ ახლა რა ხდება ის უნდა ნახოტ მაგრამ ამატ პატრონობენ მაისურაძემ ერტ ინტერვიუში თქვა სამი ფეხბურთელი მყავდა დავიტაშვილი შეწირული ივანიაძე დანარჩენი როგორ მოხვდა ნაკრებში იკითხეთ არ გაინტერესებთ?
goga
17:17 04-07-2016
0

სიახლეები პოპულარული