გია ცეცაძე: გვაქვს თუ არა შანსი? შანსი ყოველთვის არსებობს!

AutoSharing Option
"სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ბაქოში "გაბალასთან" სტუმრად წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

30 ივნისს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის I მატჩი აზერბაიჯანულ გუნდთან ანგარიშით 1:5 დათმო.

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

"რატომ ვერ ვაჩვენეთ ჩვენი ფეხბურთი? ამაში ხელი "გაბალამ" შეგვიშალა, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა. ისღა დამრჩენია, მივულოცო მეტოქეს.

თუმცა აღვნიშნავ, რომ დღევანდელ შეხვედრაში თავადაც უამრავი შეცდომა დავუშვით. მიუხედავად ამისა, ასეთი ანგარიშით წაგებას არ ველოდი.

მარცხს გაანალიზება სჭირდება. მოვემზადებით და შევეცდებით, საქართველოში გასამართ საპასუხო შეხვედრაში უკეთესად ვითამაშოთ.

გვაქვს
თუ არა შანსი? შანსი ყოველთვის არსებობს!", - აქვეყნებს ცეცაძის ნათქვამს აზერბაიჯანული მედია.