სოსო ფრუიძე: სტუმრად გოლის გატანა აუცილებლად გვჭირდება

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ მოლდოვის "ზიმბრუსთან" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"რთულია იმის თქმა, პირველ ნომრად ვითამაშებთ თუ მეორე ნომრად. ვითამაშებთ იქიდან გამომდინარე, რისი საშუალებაც გვექნება მოწინააღმდეგიდან გამომდინარე. სტუმრად გოლის გატანა აუცილებლად გვჭირდება. ამიტომ ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი "ზიმბრუსთან" მატჩში", - თქვა ფრუიძემ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

- ზიმბრუ VS ჩიხურა - ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!

მომზადებულია GDS-ის მიხედვით