"დილა" "შირაქთან" მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილს გიორგი თექთურმანიძეს გადაურიცხავს

AutoSharing Option
გორის "დილა" გიუმრის "შირაქთან" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილს გიორგი თექთურმანიძეს გადაურიცხავს.

შეგახსენებთ, რომ "დილას" ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე ავტოავარიაში მოყვა და მძიმედ დაშავდა. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გაყიდული 3-ლარიანი ბილეთებიდან შემოსული თანხა ფეხბურთელის ანგარიშზე გადაირიცხება.

თექთურმანიძის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ის თბილისის ღუდუშაურის კლინიკაში გადის რეაბილიტაციას.

"დილასა" და გიუმრის "შირაქის" მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დღეს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ბილეთები გორის თეატრის სალაროებში იყიდება. მათი ფასი 3, 5 და 10 ლარია.

მატჩის პირდაპირ
ტრანსლაციას ტელეკომპანია "თრიალეთი" განახორციელებს.

- დილა VS შირაქი - დადებითი ბალანსი

მომზადებულია fcdila.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული