არსებული მდგომარეობით, სფფ-ის ვალი 16 785 000 ლარს შეადგენს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დღევანდელ ყრილობაზე აუდიტის დასკვნის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც მუჯირმა განაცხადა, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელობის ქმედებების შედეგად ფედერაციაში საბიუჯეტო დეფიციტის საერთო რაოდენობამ, ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, 16 785 600 ლარი შეადგინა. აქედან დავალიანება შეადგენს 11 მილიონ 785 ლარს, ხოლო წინასწარ გახარჯული თანხები - 5 000 600 ლარს.

მუჯირის განმარტებით, აუდიტი ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობის მისვლისთანავე ჩატარდა. მისივე თქმით, საბიუჯეტო დეფიციტი გამოიწვია საბანკო სესხებმა, სხვადასხვა ორგანიზაციის მიმართ დავალიანებამ, უეფა-დან და ფიფა-დან გადმორიცხული თანხების წინასწარ და არამიზნობრივმა დახარჯვამ,
ასევე, კერძო პირებზე გაცემულმა თანხებმა და შემდეგ ამ თანხების ჩამოწერამ.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ