თბილისის "დინამოს" პირველი ტრანსფერი - მარტინიკელი მატიას კურიე [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" ეგზოტიკური ქვეყნის, მარტკინიკის კუნძულის წარმომადგენელი ითამაშებს - მატიას კურიე თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ის საქართველოს ჩემპიონის მაისურითაა:

"ველოდებოდი ჩემი კონტრაქტის დასრულებას "ჩერნო მორესთან", რომ ოფიციალურად გამეცხადებინა - ხელი მოვაწერე თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტს. ჩემი სურვილია ტიტულების მოგება და ევროთასებზე თამაში. "დინამო" კი ამის საშუალებას მაძლევს. მადლობა იმისთვის, რომ მენდეთ. მოუთმენლად ველი, როდის აღმოვაჩენ ჩემთვის ახალ ქვეყანას, ახალ კულტურასა და ახალ გუნდს", - დაწერა მან.

მატიას კურიე გარემარბია, ის 28 წლისაა
და ფრანგული "ლე ავრის" აღზრდილია. რამდენიმე ფრანგული და ესპანური კლუბის გამოცვლის შემდეგ ის ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ბულგარულ "ჩერნო მორეში" თამაშობდა, სადაც ორ სეზონში 16 გოლი გაიტანა.
იხილეთ მატიას კურიეს საუკეთესო მომენტების ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 20 /
პლოვდივის ლოკომოტივიდან Stefan Velev ეს ფეხბურთელიც დინამოში ითამაშებს ჯერ არ დაუწერიათ მგონი ამაზე
Akaki
13:52 30-05-2016
0
guga-ს რა მნიშვნელობა აქვს ზესტაფონიდან გადმოიყვანეს თუ სხვა ქართული გუნდიდან, თავის დროზე ზესტაპონმა ხომ ჩამოიყვანა, რენეც ლეგიონერია და მაგის დონის მცველი შეიძლება ერთი ორი გვყავდეს უმაღლეს ლიგაში, ჩისკო ვალენსიადან კი არა ლევანტედან გადმოვიდა, ვალენსიადან 2005 წელს წავიდა :) კაი ლვაროც ვთქვათ ვალენსიად დონის კლუბში არ უთამაშია ვარსკვლავი არ ყოფილა მაგრამ არ გამოადგა დინამოს? :) რატო გგონიათ რომ მატიასი გამოაგდეს, გაუშვეს, კონტრაქტი რო გაეგრძელებინათ დინამოში არ გადმოვიდოდა და ესეთი უაზრობები, იქნებ იმიტომ გადმოვიდა რომ დინამო უკეთესი გუნდია და შანსი ეძლევა ევროპაზე ითამაშოს? მე ვიცი რომ ამ უკანასკნელის გამო არ ,,გააგრძელა'' კონტრაქტი თავის ყოფილ გუნდთან ;) ამიტომ მოდი იმას ნუ დავწერთ რაც არ ვიცით და რაშიც ვერ ვერკვევით, მითუმეტეს ვინ საიდან გადმოვიდა და ესეთები
Akaki
13:44 30-05-2016
0

სიახლეები პოპულარული