თბილისის "დინამოს" პირველი ტრანსფერი - მარტინიკელი მატიას კურიე [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" ეგზოტიკური ქვეყნის, მარტკინიკის კუნძულის წარმომადგენელი ითამაშებს - მატიას კურიე თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ის საქართველოს ჩემპიონის მაისურითაა:

"ველოდებოდი ჩემი კონტრაქტის დასრულებას "ჩერნო მორესთან", რომ ოფიციალურად გამეცხადებინა - ხელი მოვაწერე თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტს. ჩემი სურვილია ტიტულების მოგება და ევროთასებზე თამაში. "დინამო" კი ამის საშუალებას მაძლევს. მადლობა იმისთვის, რომ მენდეთ. მოუთმენლად ველი, როდის აღმოვაჩენ ჩემთვის ახალ ქვეყანას, ახალ კულტურასა და ახალ გუნდს", - დაწერა მან.

მატიას კურიე გარემარბია, ის 28 წლისაა
და ფრანგული "ლე ავრის" აღზრდილია. რამდენიმე ფრანგული და ესპანური კლუბის გამოცვლის შემდეგ ის ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ბულგარულ "ჩერნო მორეში" თამაშობდა, სადაც ორ სეზონში 16 გოლი გაიტანა.
იხილეთ მატიას კურიეს საუკეთესო მომენტების ვიდეო
Sportall.Ge