თბილისის "დინამომ" შესაძლოა ფრანგი მცველი დაიმატოს

AutoSharing Option
ჰოლანდიური Fox Sports-ის ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" 29 წლის ფრანგი მცველით, რემი ამიოთი დაინტერესდა.

ამიო ჰოლანდიური "ბრედას" ყოფილი ფეხბურთელია, რომელსაც ახლა 2017 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი ფრანგულ "რედ სტართან". თუმცა ლიგა 2-ის კლუბი თანახმაა, დაშორდეს ამიოს. ამბობენ, რომ მისით ჰოლანდიური ერედივიზიეს კლუბებიც დაინტერესდნენ, მაგრამ კონკრეტული ჯერჯერობით მხოლოდ "დინამოს" ვარიანტია.

რემი ამიო მარცხენა მცველია. ის "ლანსის" აღზრდილია, თუმცა, ძირითადად, ჰოლანდიურ კლუბებში თამაშობდა.