რომან ჭანტურიამ ცნობილი იტალიელი მენეჯერი ქართველი ფეხბურთელებით დააინტერესა

AutoSharing Option
ფოტოზე: ლუკა პუჩინელი და ალბერტო ჯილარდინო
იტალიურ "ემპოლიში" მოასპარეზე ქართველი ფორვარდის, რომან ჭანტურიას მენეჯერი ლუკა პუჩინელი უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვა და ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებს დააკვირდება.

ჭანტურიას თქმით, პუჩინელი იტალიაში ცნობილი მენეჯერია, რომელსაც ევროპის წამყვან გუნდებში სიტყვა ეთქმის. ის საქართველოში სწორედ ქართველი ფორვარდის რეკომენდაციით ჩამოვა.

"მენეჯერს ვუთხარი, რომ საქართველოში ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ვურჩიე, ენახა ისინი. ვთხოვე კიდეც, მეტი ყურადღება გამოეჩინა ქართველებისადმი, ჩემი მხრივ კი, მაქსიმალურად ხელს შევუწყობდი.

მანაც დამიჯერა და ჩემი რეკომენდაციით, ჩამოსვლა გადაწყვიტა - უახლოეს პერიოდში ჩამოვა და
საქართველოს მასშტაბით მოინახულებს ფეხბურთელებს.

მთავარია, დაინტერესდა საქართველოთი. იმედია, მოეწონება ჩვენი ფეხბურთელები და მათ ნიჭიერებასა და პერსპექტიულობაზე ნათქვამი ტყუილი არ გამომივა.

ერთი კი ვიცი, რომ თუ რომელიმე ფეხბურთელმა მასზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, ხელს შეუწყობს ევროპაში დამკვიდრებაში", - გვითხრა ჭანტურიამ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე ამ ბიჭის დაძახებაც შიძლებ ა ნაკრებში, განსაკუთრებით იმ ფონზე რომ შეტევა ფაქტიურად არ გვყავს, ტექნიკური და ძალისმიერი ფორვარდია, პასიც კაი აქ და კაცსაც ატყუებს
ქარტველი
21:06 28-05-2016
0
Man ukve bevri rame daamtkica,mtavari goleadoria klubshi da mteli kariera kidev winaaq. Shen lichnad rasitxov?
Lukas
18:14 27-05-2016
0

სიახლეები პოპულარული