ვიტალი დარასელიას ტურნირი: გაისად უკვე "ბარსელონაც", "ატლეტიკოც", "რომაც"...

AutoSharing Option
27-დან 31 მაისის ჩათვლით, თბილისში ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.

ტურნირი თბილისის "დინამოს" მიერაა ორგანიზებული. ამ ამბავთან დაკავშირებით, გუშინ "დინამოს" აკადემიაში კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა ბრიფინგი გამართეს.

თავიდან კლუბის თავკაცმა ილაპარაკა:

"უპირველეს ყოვლისა, თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გადავუხადო მობრძანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გზები გადაკეტილია ქალაქში და მოძრაობა შეზღუდულია, თქვენ უმაღლეს დონეზე ასრულებთ თქვენს პროფესიულ მოვალეობას...

მოგეხსენებათ, 27 მაისს დაიწყება ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი. ამ შეჯიბრებაში თავიანთი ქვეყნების საუკეთესო კლუბები მონაწილეობენ...

ყველას გვესმის,
რომ საერთაშორისო გამოცდილება აუცილებელია. ჩვენი ასაკობრივი გუნდები ძალიან ხშირად პირველ ადგილზე არიან საქართველოს ჩემპიონატებში, მაგრამ როგორც დიდი გუნდი, ისე ბავშვები მონატრებულნი არიან საერთაშორისო ტურნირებს და ამ ტურნირებში წარმატებებს...

მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს სპონსორებს - "კოკა კოლას", "საქართველოს ბანკს", თბილისის მერიას, "ბიოაქტივს"...

ასევე, ჩვენს პარტნიორებს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, თბილისის ფეხბურთის ფედერაციას,"ნაკადულს" და "ავერსს"...

ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ ეს ტურნირი იყოს ტრადიციული და ასეც იქნება. მომავალ წელს ქართველ გულშემატკივარს სიურპრიზებს ვპირდებით - მონაწილეთა სახელებით სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ", - თქვა ფიფიამ.

მიხეილ ხუციშვილი:
"როგორც იცით, თბილისში უნდა ჩამოსულიყო "ხეტაფეს" ასაკობრივი გუნდი, მაგრამ მთავარი გუნდი გავარდა პრიმერა დივიზიონიდან, რამაც საკლუბო სტრუქტურაში არეულობა გამოიწვია და ესპანელებს ამ ტურნირზე ვეღარ ვიხილავთ...

მომავალ წელს ტურნირი კიდევ უფრო წარმომადგენლობითი გახდება. ჩვენ უკვე გვაქვს "ბარსელონას" ოფიციალური დასტური თბილისში ვიზიტის თაობაზე. ასევე, ამ ტურნირზე ითამაშებენ მადრიდის "ატლეტიკოსა" და "რომას" ასაკობრივი გუნდები".

Sportall.Ge

ჩვენი მხრივ, შევნიშნოთ, რომ ტურნირში მონაწილეობენ 2000 წელს და მის ზემოთ დაბადებული ჭაბუკები. თითოეულ გუნდს უფლება აქვს, განაცხადში შეიყვანოს 1999 წელს დაბადებული 5 ფეხბურთელი, ოღონდ მინდორზე ერთდროულად სამ მათგანზე მეტი არ უნდა იყოს.

აქვე ვთქვათ, რომ ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებს გულშემატკივარი "სილქ უნივერსალის" მეშვეობით იხილავს. რიგითი სათამაშო დღეების დღიური კი ამავე არხზე, მეორე დღეს, 12 საათზე გავა.

ტურნირის ყველა მონაწილე უკვე თბილისშია და მშვენიერ პირობებში ემზადება სტარტისთვის.

ახლა კი ტურნირის განრიგს გაგაცნობთ:

ვიტალი დარასელიას ტურნირი
A ჯგუფი
დინამო (საქართველო)
ბეშიქთაში (თურქეთი)
ალკმაარი (ჰოლანდია)
შერიფი (მოლდოვა)

B ჯგუფი
ტრაბზონსფორი (თურქეთი)
ლოკომოტივი (საქართველო)
დინამო 2 (საქართველო)
ლეხია (პოლონეთი)

გახსნა
27.05.16. დინამოს აკადემია, 13:30

27.05.2016
15:30. აკადემია. დინამო-შერიფი
17:30. ბაზა. ალკმაარი - ბეშიქთაში
17:30. აკადემია. ლოკომოტივი - ტრაბზონს.
19:30. აკადემია. ლეხია - დინამო 2

28.05.2016
15:30. აკადემია. ლეხია - ლოკომოტივი
17:30. ბაზა. ტრაბზონსფორი - დინამო 2
17:30. აკადემია. ალკმაარი - შერიფი
19:30. ბეშიქთაში - დინამო

29.05.2016
17:30. აკადემია. ლოკომოტივი - დინამო 2
17:30. ბაზა. ლეხია - ტრაბზონსფორი
20:00. ბაზა. შერიფი - ბეშიქთაში
20:00. დინამო - ალკმაარი

ნახევარფინალები
30.05.2016
18:00. "მიხეილ მესხი" 
20:00. "მიხეილ მესხი"

31.05.2016
15:30. ბაზა. VII-VIII ადგილებისთვის
15:30. აკადემია. V-VI ადგილებისთვის
17:30. აკადემია. III-IV ადგილებისთვის

ფინალი
20:30. "დინამო არენა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
regionis 2-3gundi rom daamatot kargi iqneb mattvis winaswar shesarchevi rom moawyot marto tbilisis gundebi .....
imereli
14:27 26-05-2016
0
საბურთალო სად არის
badri
12:53 26-05-2016
0

სიახლეები პოპულარული