სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
"არ გრცხვენიათ?! ადამიანი იხვეწება, არ მინდა სიკვდილიო... სად დავკარგეთ ქართველობა?"
AutoSharing Option
13:45 29-03-2016
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მამუკა წერეთელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" აკაკი დევაძის ჯანმრთელობასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის მდგომარეობა 2015 წლის ოქტომბრიდან გაუარესდა. თურქულ კლინიკაში მას უთხრეს, რომ სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და ადგილზე 3-თვიანი რეაბილიტაციის კურსი, ოპერაცია კი 50 000 დოლარი უჯდება.
გადავარჩინოთ კაკო დევაძე! - საქველმოქმედო მატჩი და ნაკრების აქცია
აკაკი დევაძე: მას შემდეგ ტელეფონი არ გაჩერებულა...

მამუკა წერეთლის განცხადების ტექსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, უცვლელად გთავაზობთ:

"ქართველი ნოვი ღრუზინები, რომლებსაც ბრექაობაში ბადალი არ ჰყავთ, ათიათასობით ევროს
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომ ბევრ სისულელეში აგდებენ, მეტიც, საყვარელს, ბოდიში და ქვედა საცვლებში მინიმუმ 1 000 ევროს რომ აგდებენ, თან ცოტა წინ წავიდეთ, გაუნათლებლობა-უწიგნურობაშიც ბადალი რომ არ ჰყავთ დუნიაზე, სწორედ მათ მივმართავ: ნამუსი საერთოდ გქონდათ? და თუ გქონდათ, ჩარეცხეთ საკუთარი ხელით?

რომელი ქართველის ერთობლივ თანადგომაზეა დღეს საუბარი? ადამიანს, არ უნდა იყოს რთული მისახვედრი, დიახ, აკაკი დევაძეს, 50 თამაშზე მეტი აქვს ნათამაშები ეროვნულ ნაკრებში და სრულიად საქართველოს რამდენი სიხარული მოუტანა.

ადამიანი დღეს სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე დგას და რა გულგრილობას ვხედავ მის მიმართ?! ძალიან მწყდება გული...

არ გრცხვენიათ?! ადამიანი იხვეწება, არ მინდა სიკვდილიო და სიცოცხლე შემინარჩუნეთო...

ბევრი რამ არ ითქმევა კიდევ, მაგრამ სად დავკარგეთ ქართველობა და ადამიანობა? ვაი, სირცხვილო!", - წერს ფეხბურთელი.
ცოტნე
23:36 30-03-2016
ერთი რამეც უნდა ითქვას. დევას ეს დაავადება წლებია რაც აქვს დაახლოებით 4 წლის წინ მისგან მოსმენილი ვიცი, რომ ძალინ მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ აკრძალვის მიუხედავდ მაინც სვამდა.მას შემდეგ არ მინახავს ეს ადამიანი და ძალიან გამიხარდა რომ ცოცხალია და კიდევ აქვს გადარჩენის შანსი
დავით
11:30 30-03-2016
უამრავი გაჭირვებულია საქართველოში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე კი პირველ რიგში საფეხბურთო "ოჯახმა" იზრუნოს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი უამრავი თანხის წყალობით აქვს სწორედ ათასაბით ლარიანი ტრუსებში გადახდილი ფული. გამოჯამრთწლებას ვუსურვებ აკაკი დევაძეს.