სოხუმელი სეპარატისტები ე.წ. მსოფლიოს ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადებიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სოხუმი მსოფლიო არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადება. ეს ტურნირი 28 მაისიდან 5 ივნისამდე დაიგეგმა და მის ჩატარებას რუსებისგან დაპყრობილ ქართულ მიწაზე არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო გაერთიანება (CONIFA) აპირებს.

მასში მონაწილეობისთვის 12 არაღიარებული სეპარატისტული რეგიონის გუნდი მიიწვიეს: აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ჩაგოს კუნძულების, ქურთისტანის, ჩრდილოეთ კვიპროსის, პადანიას, პენჯაბის, რაეტიას, რომანების, საპმის, სომალილანდის, იაპონიაში კორეელთა გაერთიანებისა და დასავლეთ სომხეთის.

სეპარატისტების მუნდიალის გახსნის ცერემონიალს 28 მაისს, 19 საათზე, სოხუმის "დინამოს" სტადიონი უმასპინძლებს, რომელიც საგანგებოდ ამ ტურნირისთვის გაარემონტეს. მატჩებს ტურნირის პარტნიორი მედიაჯგუფი - "სპრინგმედია" გადასცემს.

უკვე
ვრცელდება ტურნირის სარეკლამო კლიპი, რომელში მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი ისეთ ფერ-ხორცზეა, სპორტსმენებზე მეტად "კაი პურისმჭამელთა" გაერთიანებას უფრო ჰგვანან.

CONIFA 2013 წელს დაფუძნდა, სეპარატისტულ მუნდიალს კი ორ წელიწადში ერთხელ ატარებენ. საინტერესოა, რომ აფხაზეთში მუნდიალის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც უნგრეთის ხელისუფლებამ მათსა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებზე ვიზა არ გასცა და პირველ სეპარატისტულ ევროპის ჩემპიონატზე არ დაუშვა.

არის ლაპარაკი, რომ შემდეგ მუნდიალზე დონეცკისა და ლუგანსკის ნაკრებები ითამაშებენ. მაგრამ ჯერ ამ ტერიტორიებზე ფეხბურთისთვის არავის სცხელა. საერთოდ კი ტურნირზე მონაწილეობის მსურველები ისე მომრავლდნენ, მათთვის ცალკე შესარჩევი ციკლი გაიმართება. მაგალითად, დასავლეთ სომხეთი, ერაყის ქურთისტანი, დაფური, სუდანელ ლტოლვილთა ნაკრები. 20 ნოემბერს კი CONIFA-ში 5 ახალი წევრი მიიღეს: რიუკიუ, ტიბეტი, კორეელთა გაერთიანება იაპონიაში და დნესტრისპირეთი (რუსული სეპარატისტული რეგიონი მოლდოვაში).

ისე, საინტერესოა, დასავლეთ სომხეთის ნაკრებს რა პრინციპით დაკომპლექტებენ - მთიანი ყარაბაღი სომხეთიდან აღმოსავლეთში მდებარეობს და დასავლეთ სომხეთი სადღაა?

ახლა ყველაზე საინტერესო ამბავზე: აფხაზეთში მოსახვედრად დელეგაციებს რუსეთის ვიზის მიღება დასჭირდებათ. საინტერესოა, რუსები მისცემენ ვიზას ჩრდილოეთ კვიპროსის წარმომადგენლებს, რომლებიც, რეალურად, თურქების მხარდაჭერით სარგებლობენ?

საინტერესოა, რომ CONIFA-მ სეპარატისტული ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც აფხაზეთი მე-8 ადგილზეა, ხოლო სამხრეთ ოსეთი - მეთოთხმეტეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
რუსები მოიყვანენ მალე "ჭკუაზე" ალბათ, დამოუკიდებლობა და ჩემპიონატი კი არა ჩააღუნინებენ თავს და ფედერაცია მორჩა.
zviadi
01:05 27-03-2016
0
...ბავშვური იწილო--ბიწილოს თამაში...
ოტტო
20:42 26-03-2016
0

სიახლეები პოპულარული