სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
AutoSharing Option
16:03 25-02-2016
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე თამაზ თევზაძე ფეხბურთის განვითარების პროგრამის შესახებ გველაპარაკება:

- როგორც რიგითი გულშემატკივარი, კმაყოფილი ვარ - ბოლოს და ბოლოს, პროგრამა გვეღირსა. იმედია, ის მართლაც განხორციელდება.

მეორე მხრივ, ევროპელი პოლიტიკოსების მიერ შემუშავებული სპორტის მოდელის დანერგვის მომხრე გახლავართ. იქ სამი მიმართულებაა: სახელმწიფო სპორტს უნდა დაეხმაროს კანონმდებლობით, ინფრასტრუქტურითა და ფულით. ამ პროგრამის ქვაკუთხედი კლუბური სისტემის დანერგვაა. სამწუხაროდ, ადრინდელმა ხელისუფლებამ ეს არ ისურვა და დიდი დრო დაიკარგა. ისედაც, დამოუკიდებლობის პერიოდში მართლაც ძალიან დიდი დრო გავფლანგეთ და სპორტის მართვის სისტემა ვერ ავაშენეთ. ინერციით, ისევ საბჭოური მართვის მოდელს მივდევთ. ვგულისხმობ ცენტრალიზებასა და პოლიტიზებას.

- ფეხბურთის განვითარების პროგრამაში პოლიტიკას რაში ხედავთ?
- იმაში, რომ ერთიანი ფონდი სამინისტროში ჩამოყალიბდა და თანხას ის განკარგავს. არადა, ევროპული მოდელი გულისხმობს, რომ სახელმწიფომ სფეროს განვითარების წინაპირობა უნდა შექმნას, მერე კი დარგს დამოუკიდებლად წინსვლის შანსი მისცეს.

- კი, მაგრამ სახელმწიფომ ხომ საკუთარი ნებით თქვა უარი ბერკეტებზე და ფეხბურთის განვითარება თავად საფეხბურთო სამყაროს გამგებლობაში დააბრუნა?
- ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე, სახელმწიფოს გარეშე დარგი ვერ განვითარდება. ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო და კარგია, დღეს ეს ნება რომ გაცხადდა. მაგრამ მე სისტემის ჩამოყალიბებას ვემხრობი, საფეხბურთო პროგრამა კი ცენტრალიზებულია - სწორედ ამის წინააღმდეგი ვარ და არა პროგრამის განხორციელების.

ისიც საინტერესოა, რამდენად იყო შესწავლილი კონკრეტული ვითარება. ან გაანალიზდა ვითარება და კონკრეტული სტრატეგია დაიდო? ამ საკითხებში რამდენად იყვნენ ჩართულები ეკონომისტები, ფინანსისტები, იურისტები?..

- სხვაგვარად, კონკრეტული ციფრები როგორ დაიდებოდა?
- ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?

- ბევრი ფიქრობს, საფუძვლად ლევან ყიფიანის დროს დამუშავებული პროგრამა გამოიყენესო, მაგრამ ასეც რომ იყოს, მთავარი ხომ ის არის, პროგრამა რომ ამოქმედდება?
- მე არ ვამბობ, რომ ამით რამე დაშავდა. ამაყი ვიქნები, ასე რომ იყოს და 5 წლის შემდეგ კონკრეტული შედეგი დაიდოს, მაგრამ, მეორე მხრივ, სახელმწიფოს უშუალო მოვალეობა, ფუნქცია და ინტერესი ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაა, რომ უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთს ბიზნესის მოზიდვაში შეუწყოს ხელი. ეს კი ინფრასტრუქტურის განვითარებითა და კანონმდებლობითაა შესაძლებელი.

სიტყვა - "შეღავათს" კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, ეს უნდა იყოს დიფერენციული საგადასახადო მიდგომა. თუ დარგი პრიორიტეტულია, საერთაშორისო ორგანიზაციებს კი არ უნდა ვუსმინოთ! სხვაგვარად შორს ვერ წავალთ. ასეთი მიდგომით, კერძო სექტორი იმიტომ დაინტერესდება, რომ სახელმწიფო, ინფრასტრუქტურის სახით, ქონებას გადასცემდა.

- კერძო კლუბების წარმომადგენლებს ველაპარაკეთ და ისინი მიიჩნევენ, რომ ამ პროგრამით ბიზნესის დაინტერესება რეალურია. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- სახელმწიფოსა და კერძო კაპიტალის ჰარმონიზაცია აუცილებელია. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფომ შექმნას ინფრასტრუქტურა და კერძო კაპიტალს გადასცეს. შემდეგი ნაბიჯია ის, რომ ფედერაციამ ხელი შეუწყოს ფეხბურთის განვითარებას. გამიხარდება, თუ ასე მოხდება. მაგრამ სამოქმედო გეგმაში ინფრასტრუქტურისა და განათლების შესახებ არაფერი თქმულა. არადა, ეს პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, თორემ კლუბებს რამდენიც არ უნდა დაურიცხონ ფული, პროგრამა შედეგს ვერ გამოიღებს.

- პროგრამის წარდგენაზე ითქვა, რომ ინფრასტრუქტურაზე ცალკე პრეზენტაცია იგეგმება, ხოლო 265 მილიონიდან ნაწილი განათლებას მოხმარდება...
- ღმერთმა ქნას, მაგრამ ეს დეტალურად უნდა იყოს გაწერილი. მკითხეთ, პროგრამის პოლიტიზაციის ნიშნებს რაში ხედავთო? ეს არჩევნებიდან დაიწყო, როცა ფედერაციაში ლევან კობიაშვილი მივიდა. სახელმწიფო მხარდამჭერი და ხელშემწყობი უნდა იყოს, ფინანსები კი საამისოდ გამოუყოს, მაგრამ დარგის საქმიანობაში არ ჩაერიოს - გასაგებია, რომ აფინანსებს, მაგრამ მხოლოდ მიზანმიმართული ხარჯვა უნდა გააკონტროლოს. ამის კრიტერიუმი ქვეყანას კანონმდებლობით უნდა ჰქონდეს, მაგრამ - არ გვაქვს.

გარდა ამისა, კანონმდებლობით უნდა იყოს განსაზღვრული, სახელმწიფო კლუბები კერძო საკუთრებაში როგორ უნდა გადავიდეს. ეს საჭიროა იმისთვის, რათა პროცესი ქაოტურად არ წარიმართოს. ამის ინიცირება მსურდა, მაგრამ თავის დროზე დამბლოკეს.

ვინ არის პასუხისმგებელი კლუბში სახელმწიფო სახსრების განკარგვასა და მენეჯმენტის შედეგებზე, ან ამაზე რა არის გათვალისწინებული? ამიტომ ვლაპარაკობ, რომ უნდა იყოს სისტემა, რომელიც სფეროს მოაწესრიგებს და იქ სუბიექტივიზმის შანსს შეამცირებს. თუ თანხები მიზნობრივად ვერ წავა ან გუნდს შედეგი არ ექნება, პასუხი ვის მოეთხოვება? თორემ რომელიმე მინისტრს და პიროვნებას კი არ ვერჩი?!

- ერთიანი ფონდის ხელმძღვანელის, ზაზა დოლიძის თქმით, თანხები რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს, ეს წინასწარ იქნება განსაზღვრული...
- ჩემი სურვილია, რომ პროგრამა თავიდანვე დეტალურად დამუშავდეს, 2021 წლისთვის შედეგი რომ გამოიღოს, ქართული ფეხბურთი განვითარდეს და სახელმწიფო თანხა მიზანმიმართულად და ეფექტურად დაიხარჯოს. ამ კითხვებს სწორედ ამიტომ ვსვამ.

სიმართლე გითხრათ, გაზაფხული-შემოდგომის სისტემამაც დამაფიქრა. ჩვენ ძლიერი მოთამაშეების ჩამოყვანა გვინდა, მაგრამ ზაფხულში ევროპა ისვენებს და არ ვიცი, ეს სისტემა ლეგიონერების ჩამოყვანას ხელს რამდენად შეუწყობს.

ამას გარდა, ცუდია, აღმასკომის სხდომების ოქმები რომ არ არის, რა იმსჯელეს სახელმწიფო პროგრამაზე, ვინ იყო მომხრე და ვინ - მოწინააღმდეგე.

კითხვები მაქვს გუნდების რაოდენობაზეც. სახელმწიფოებრივი კუთხით, უკეთესი იქნება, რომ უმაღლესი ლიგის გეოგრაფია გაიზარდოს, მეტი ქალაქის გუნდი მონაწილეობდეს და კეთილმოწყობილი სტადიონი მეტ ქალაქსა და რეგიონში იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
jango
14:59 26-02-2016
xorxe
26 თებერვალი 2016 10:49
დემაგოგი ადამიანი ბრძანდება თამაზი...

შენს თავს ჩახედე სარკეში? უფრო უკეთესი ხარ? :)

თამაზი დიდი უხეში კაცი იყო მინისტრის მოადგილეობის დროს, მასთან საქმეზე მივედი და ვესაუბრებოდი, ის კი იმის მაგივრად რომ მოესმინა ჩემთვის, კომპში ვიღაცას ეჩატავებოდა და გამოვედი ისე რომ ალბათ არასოდეს დაავიწყდება...აწი ხელსაც არ ჩამოვართმევ.

მაგრამ მიუხედავად ამისა, რასაც ამ სატატიაში ამბობს, ეს მართალია და ეს პროგრამა უფრო დაღუპავს ფეხბურთს ვიდრე წინ წაწევს.
xorxe
10:49 26-02-2016
დემაგოგი ადამიანი ბრძანდება თამაზი...