სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« ოქტომბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ოთარ ფედიჩკინი: ქართულ ფეხბურთში ისტორიული ფაქტის მომსწრენი ვართ
AutoSharing Option
12:09 21-02-2016
მისაღებია თუ არა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებისთვის ფეხბურთის ფედერაციის მიერ შეთავაზებული რადიკალური რეფორმები? ამის თაობაზე "ლელომ" კომენტარი ბათუმის "დინამოს" დირექტორს, ოთარ ფედიჩკინს სთხოვა.

- ეს ძალიან კარგი პროგრამაა. გაურკვევლობას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა და ფეხბურთის დაფინანსება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ავიდა. დიდი იმედი მაქვს, რომ გავა 5 წელი და პროგრამა გაამართლებს.

- გულახდილად ვილაპარაკოთ. ცნობილია, რომ ბათუმის "დინამოს" ლამის 3-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს. პროგრამით კი, საბაზისო დაფინანსება მხოლოდ მილიონი ლარი გექნებათ. ვიცით, რომ ეს თქვენს უკმაყოფილებას იწვევდა...
- მთავარია, რომ პროგრამაში არის საინტერესო პუნქტები. ახლახან, ბათუმის "დინამოში" სპონსორებისგან 130 ათასი მოვიზიდეთ. კლუბების შეხვედრაზე დავინტერესდი და მითხრეს, რომ ერთიანი ფონდიდან ერთ ამდენ თანხას კიდევ დაგვიმატებენ, სპონსორებთან კარგი მუშაობისთვის რომ წაგვახალისონ. ეს არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სტიმული.

გარდა ამისა, ფულს დაგვიმატებენ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვისაც, თითოეულ ქულაზე, ხოლო მაღალი ადგილების დაკავებისთვისაც საკმაოდ დიდ თანხას მივიღებთ. წესით, ასეთ შემთხვევაში, არანაკლები ბიუჯეტი უნდა გამოვიდეს, ვიდრე გვაქვს.

ამ პროგრამაში მთავარი ის არის, რომ 5 წელი გარანტირებული მინიმალური ბიუჯეტი მაინც გვექნება და გვეცოდინება, როგორ წარვმართოთ მუშაობა ამ პერიოდში. სტაბილური გარემო კი კლუბს გაზრდის.

- 10-გუნდიან ჩემპიონატზე რას იტყვით?
- მიმაჩნია, რომ ნორმალური ფორმატია. იმიტომ, რომ დღეს 16-გუნდიანი ჩემპიონატისთვის არც შესაფერისი სტადიონებია და არც - საკმარისი მაღალი კლასის ფეხბურთელი.

- გუნდების ასეთი
You must have Flash Player installed in order to see this player.
მკვეთრი შემცირება დაძაბულობას არ გამოიწვევს?

- თავიდან გაგვიჭირდება, მაგრამ საბოლოოდ, მაინც შევეჩვევით. ასეთი ფორმატი ძლიერი მენეჯერების ჩამოყალიბებასაც შეუწყობს ხელს და მარკეტინგულადაც წინ წავალთ. ისიც ბევრს ნიშნავს, რომ სატელევიზიო გაშუქება დაიწყება. 21-ე საუკუნეში, ტელევიზიის გარეშე, ეროვნული ჩემპიონატი ძალიან მიჩქმალული იქნება.

საერთოდ, რა დასამალია და, თავიდან ბევრი დეტალის გამო კითხვები გვიჩნდებოდა. მაგრამ რომ მოვისმინეთ, რას აპირებს ფედერაცია, დავფიქრდით და ადვილი მისახვედრია, რომ ძალიან კარგი პროცესი იწყება. მე ვიტყოდი, ქართულ ფეხბურთში ისტორიული ფაქტის მომსწრენი ვართ - ასეთი მასშტაბის დახმარებაზე ვოცნებობდით და ახლა ეს რეალობად იქცა.

მთავარი ისაა, რომ კლუბებს სპონსორების მოზიდვის სერიოზული სტიმული უჩნდებათ.

- თქვენი აზრით, შესაძლოა, რომ ამ გზით ბათუმის "დინამო" კერძო კლუბად გარდაიქმნას?
- სწორედ ამისკენ მივდივართ და იმედია, ასეც მოხდება. ჩვენ თუ მოვახერხეთ, რომ სახელმწიფოზე დამოკიდებულები აღარ ვიქნებით, ეს სერიოზული წინსვლა იქნება. მთავარია, ამ პროგრამის განხორციელებაში ერთიანები ვიყოთ. სხვაგვარად, საქმე არ გამოვა.

- გუნდის ამბებზეც გკითხავთ. ბათუმის "დინამო" ქობულეთში როდემდე ითამაშებს?
- ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, ოქტომბერში დასრულდება. იქ პატარა ტრიბუნა მოეწყობა და გუნდი საკუთარ ქალაქს დაუბრუნდება. საკუთარი ბაზით კი ჩვენი შემოსავლების სერიოზულად გაზრდა შეგვიძლია.

- რანაირად?
- ჩვენ ახლაც გვიკავშირდებიან უკრაინული, რუსული, სომხური და აზერბაიჯანული კლუბების წარმომადგენლები და გვთხოვენ, ბათუმში მოსამზადებლად მივიღოთ. ცხადია, მთავარი პირობაა კარგი ინფრასტრუქტურა. ბაზაზე სასტუმრო კომპლექსიც იქნება, რომელიც 100-მდე ადამიანს მიიღებს. მაგრამ მოედნების კეთილმოწყობამდე ეს შეუძლებელია. ამას რომ მოევლება, ხალხის დაბინავება პრობლემა აღარ იქნება და სტუმრებს თავისუფლად მივიღებთ.

ეს იქნება ბათუმის "დინამოს" შემოსავლის დამატებითი წყარო. ეს იმიტომაც გვიხარია, რომ ამ შემოსავლებისთვის ერთიანი ფონდიდან დამატებით თანხებს მივიღებთ. ასე რომ, მადლობა მათ, ვინც ამ პროგრამაზე იმუშავა და ჩვენ დიდი სტიმული, ქართულ ფეხბურთს კი ფეხზე დადგომის შანსი მისცა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
giorgi
11:17 22-02-2016
სირცხვილია რომ ბათუნს არ აქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურის სტადიონი, სირცხვილი თქვენი ბათუმლებო, პროექტი გქონდათ, თან რამდენიმე, ერთმანეთი დაჭამეთ, ერთამანეთის ჯიბრის გამო ვერ ააშენეთ სტადიონი. ითამაშედ ეხლა სოფლის სტადიონებზე
vaxvax
10:55 22-02-2016
ოთარ! კითხვას პირდაპირ არ გაეცი პასუხი,შენც არ გაქვს სტადიონის აშენების იმედი?