"ლოკომოტივის" პრეზიდენტი: ქართულ ფეხბურთში შემოსავლის მხოლოდ ერთი წყარო გვაქვს

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "ლოკომოტივის" პრეზიდენტის, ლექსო თოფურიას თქმით, ქართული ფეხბურთი შემოსავლის მხოლოდ ერთ წყაროს იყენებს.

ამის შესახებ თოფურიამ ტელევიზია Palitranews-ის გადაცემაში "ფალავანდიშვილთან" ისაუბრა.

"ერთადერთი შემოსავლის წყარო ქართულ ფეხბურთში არის ტრანსფერები. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს შემოსავლები ბილეთების გაყიდვიდან, სატელევიზიო უფლებებიდან და ატრიბუტიკის გაყიდვიდან. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ფეხბურთში 5 და მეტი შემოსავლის წყარო არსებობს და ამ ხუთიდან ჩვენთან 4 არ არის.

ერთადერთი არის ტრანსფერები და ეს ტრანსფერები ასე თუ ისე გამოგვდის, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის გუნდები, რომლებსაც მაქსიმალურად შეუძლიათ მიიღონ ეს სატრანფერო თანხა,
რადგან ჩვენ მაინც ვერ ვხდებით ევროპულ ტურნირებზე. ჯერ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა და დონე", - განაცხადა თოფურიამ.

იხილეთ გადაცემის სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული