სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
უცნობი ისტორია: ჯეიმი ვარდის თბილისის "დინამოში" უნდა ეთამაშა!
AutoSharing Option
15:03 11-02-2016
"ოთხშაბათის საკითხავში" გვეწერა, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და პრემიერლიგის ლიდერ "ლესტერის" 29 წლის ფორვარდი ჯეიმი ვარდი, თავის დროზე, კინაღამ საქართველოში, კერძოდ, თბილისის "დინამოში" აღმოჩნდა.

ამის თაობაზე გვესაუბრება მენეჯერი ირაკლი ხვედელიანი, ვინც მაშინ "დინამოში" მუშაობდა, ოღონდ არა მენეჯერის თანამდებობაზე...

"ლაპარაკია 2011/12 წლების სეზონზე. მაშინ ვარდი ინგლისის რანგით მეხუთე ლიგის "ფლიტვუდში" თამაშობდა და იმ სეზონში დიდებული სტატისტიკა ჰქონდა - 36 მატჩში 31 გოლი! ინგლისის თასზე კი 6 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო. რაც ყველაზე უფრო საყურადღებოა, გაუტანა რანგით მაღალი ლიგის კლუბებს...

იმ პერიოდში თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი. ჩემს უშუალო მოვალეობაში არ შედიოდა ფეხბურთელების ტრანსფერებზე ზრუნვა და სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვა, რომ საკუთარი აზრი თავზე არასდროს არავისთვის მომიხვევია. მით უმეტეს, საქმე ეხებოდა ყველასთვის აბსოლუტურად უცნობ მოთამაშეს...

უბრალოდ, ვთქვი, რომ არის ასეთი და ასეთი მოთამაშე, მავანი ჯეიმი ვარდი და მას ეხერხება გოლების გატანა. ეს იყო და ეს. გავიხსენოთ, რომ "დინამოში" მაშინ ეგრეთ წოდებული გამტანი ფორვარდის
You must have Flash Player installed in order to see this player.
პრობლემა იდგა...

იმ ადამიანის სახელს და გვარს არ დავასახელებ, მაშინაც "დინამოში" მუშაობდა და ახლაც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეა. მან მითხრა - მეხუთე ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი როგორ უნდა გამოგვადგესო?! რომ გავივლიდი და დამინახავდა, "ვარდი, ვარდიო", ხუმრობით მომაძახებდა ხოლმე...

მიმაჩნია, რომ ვარდი, რომელიც მაშინ 24 წლის იყო, "დინამოში" თამაშს სიამოვნებით დათანხმდებოდა. თანაც, მის წინ იყო ევროტურნირების პერსპექტივა...

ამ ამბებიდან ცოტა ხანში ერთ-ერთ ფორუმზე შევედი, სადაც მენეჯერები ამა თუ იმ ფეხბურთელზე ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ, მსჯელობდნენ...

ვარდის თაობაზე ჩემი აზრიც დავწერე და აღვნიშნე - კარგი ფეხბურთელია-მეთქი. უცებ ვიღაცამ მომწერა - თუ გექნებათ ამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი, შეგიძლიათ დამიკავშირდეთო. იქვე მივწერე - არ მაქვს არანაირი ინტერესი, უბრალოდ, ჩემი აზრი დავაფიქსირე-მეთქი...

როგორც დრომ აჩვენა, არ შევმცდარვარ. უკვე შემდეგ სეზონში ვარდი მივიდა "ლესტერში", რომელიც მაშინ ჩემპიონშიფში თამაშობდა. ერთი სეზონი მას ახალ გუნდთან ადაპტაციისთვის დასჭირდა. მერე პრემიერლიგაში 5 გოლი შეაგდო, ხოლო ამ სეზონში რასაც შვრება, ყველა ერთად ვხედავთ...

არადა, მაშინ, "ფლიტვუდში" ყოფნისას, ვარდის ღირებულება 50 ათასი ევრო იყო. დღეს რა ფასი აქვს ინგლისის ნაკრების ძირითად შემტევს, ამას ჩემი შეხსენება აღარ სჭირდება. განსხვავება მართლაც რომ ასტრონომიულია...

ისე, ახლა რომ ვფიქრობ, საქართველოში ჩამოუსვლელობამ ვარდის კარიერა აშკარად გადაარჩინა. არ მგონია, ჩვენი ჩემპიონატიდან ის ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე ლიდერში, თუნდაც დღევანდელ "ლესტერში" გადასულიყო და, შესაბამისად, ვერც ინგლისის ნაკრებში მოხვდებოდა", - გვითხრა ირაკლი ხვედელიანმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
nikoloz ergemlidze
21:58 04-06-2016
ალექს ხოარ ჩამოკარი? :D
realoba
18:34 12-02-2016
ვარდი არა მიხაკი კიდე! :) უორდია გვარი, ან უარდ მაინც დაუძახეთ, ბოლოსდაბოლოს.