სახელმწიფო ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 265 მლნ ლარს გამოჰყოფს

AutoSharing Option
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფო 265 მილიონ ლარს გამოჰყოფს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა და აღნიშნული თანხის გამოყოფას სწორედ ეს პროგრამა ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ამ ხუთწლიანი პერიოდის ათვლა მიმდინარე წლიდანვე დაიწყება.

"დღეს არის ისტორიული დღე. 25 წელია ელოდება გულშემატკივარი ფეხბურთის განვითარების პროგრამას. მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც უმოკლეს ვადაში ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა.

მომდევნო ხუთი წლის
განმავლობაში სახელმწიფოსგან თითოეულ გუნდს აქვს გარანტირებული თანადგომა. ამ პროგრამით ყველა გუნდი მიიიღებს სარგებელს. ეს პროგრამა ორიენტირებულია ფეხბურთის განვითარებაზე და ასევე, კერძო სექტორის წახალისებაზე, რომ ფეხბურთს გვერდით დაუდგეს", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამის პრეზენტაციას ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს დღეებში გამართავს.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 27 /
ნამდვილად ფეხბურთის განვითარებისთვის გამოჰყოფს თუ ისევ ვიღაცეების გასამდიდრებლად....??!!
levani
10:08 05-02-2016
0
აქ ზოგს საერთოდაც ვერ გაუგია რომ შეიქმნება ფეხბურთის განვითარების ფონდი და იქ ყველა მიმართულებაზე ცალკე იქნება თანხა გამოყოფილი ეს ერთი და მეორე მუნიციპალიტეტს და ქალაქს აქ უფლება დააფინანსოს გუნდი და ეს ფონდი მას არაფელში ხელს არ უშლის.აბა თუ ვინმეს გონია რო ეს თანხა გუნდის ხელფასებს და მომსახურე პერსონალს მოხმარდება მთლიანად ეს გამორიცხულია უბრალოდ გუნდს თუ აქვს 2მილიონი ბიუჯეტი ფედერაცია წაეხმარება თანხის გარკვეული რაოდენობით და არა ისე მომე ფული და მორჩა.რაგბში რა ვინმემ შეძლო და მოიპარა ფონდიდან რამე ესე იქნება აქაც მომიტან პროექტს რა უნდა გაგიკეთო კი ბატონო ავაშენოთ სკოლა იქნება სტადიონის კეთილმოწყობა იქნება და ას შემდეგ.დაარა საქულას დუქანი ადრე რო იყო.სახელმწიფო აუდიტიც შეგამოწმებს ყოველწელიწადს.ასე რო ვინც მაყუთის შოვაზე ფიქრობს ამ ფონდს არცუნდა გაეკაროს.
qutaiseli
09:37 05-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული