სფფ: კლუბების დაფინანსების ახალი სისტემა თებერვლიდან ამოქმედდება

AutoSharing Option
"ერთიანი დაფინანსების ფონდის" პროექტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს პერიოდში წარმოადგენს. ეს სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და მისი გუნდის წევრებმა განაცხადეს.

ლაპარაკია უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების ერთიანი ფონდიდან დაფინანსების ახალ სისტემაზე, რომლის ამოქმედებასაც ყველა დიდი ხანია ელოდება.

კობიაშვილის თქმით, ბელორუსში ყოფნისას, იქაური ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ და საქართველოს ჩემპიონატში მათი მსგავსი სისტემის დანერგვას აპირებენ.

ამის შესახებ უფრო დეტალური განმარტება სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

"ეროვნული ჩემპიონატი მალე განახლდება. დასამალი არაა, რომ ფინანსური პრობლემა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბევრ გუნდს აწუხებს. აქედან გამომდინარე, ყველა სფფ-ის მიერ დაგეგმილი რეფორმების გატარებას ელოდება.

"ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდი" დაარსდა, რომელთანაც მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის პრეზენტაციას თებერვალში ვგეგმავთ, სადაც ახალი ფინანსური ფორმულირება აისახება. ჩანაფიქრის განხორციელებას კი მეორე წრის დასაწყისში ვაპირებთ.

ცხადაძე
კი იმ ინსტიტუტების მიმართ ამჟღავნებს უპატივცემულობას, სადაც საქმიანობს და ძალიან ცუდად ახსენებს მათ, ვისთანაც აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებთ - სპორტის სამინისტროსა და ბიზნესს. ის ხალხი, რომლებიც 3 ოქტომბრამდე სასათბურე პირობებში იყვნენ, აგონიაში არიან და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ.

ამის ნაცვლად, სჯობს, ქართული ფეხბურთის კეთილდღეობისთვის გავერთიანდეთ".

კახა ჭუმბურიძე, სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი:

"მიმაჩნია, რომ ბოლო დროს სფფ-ის წინააღმდეგ კამპანია სწორედ ამ მნიშვნელოვანი საკითხის დასაფარად ააგორეს. "ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდი" ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. მის შედეგებს ყველა დაინახავს და დასანანია, რომ ეს ვიღაცებს აღიზიანებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"კატო" გეთანხმები კაიბიჭებმა და ძმაბიჭებმა გადაჭამეს საქართველო.
ბელორუსიაში არც ბიზნესია და არც ფეხბურთია ბიზნესი. ლუკაშენკოს სრული კონტროლის ქვეშაა ყოველი ცენტი. ეხლა საქართველოში კაიბიჭები დანერგავენ საკუთარ კონტროლს და ააწყობენ საკუთარ ბიზნესს. ორ ცენტს გადმოუგდებენ რამდენიმე მპოსტავს და გახდებიან ძველი ბიჭები. ქართული საზოგადოების შეგნების დონიდან გამომდინარე, მეტს არც ვიმსახურებთ.
გარინჩა
19:38 01-02-2016
0
კატოს --კალაძე ,ჯამარაული არ მოგწონს და კირკიტაძე ,ბრეგაძე ან ვარძელაშვილზე რას იტყვი
ბექა
16:53 25-01-2016
0
ფფფფყფსიტ4ე







guka
16:02 25-01-2016
0
არ მგონია აქ ნამდვილი ბალეშიკები წერდეს რამეს ქეცბაიაზე ამბობთ ამდენს რაში იღებდაო ვინმეს კითხეს რო დაუნიშნეს ეხლა კობიმ გამოიტანა ყველაფერი და ძან კაი ქნა შედეგი რო ვერ დადოს მერე ვის მოკითხავთ არ ხართ მიჩვეული სიმართლეს
xalxs
15:51 25-01-2016
0
არ მგონია აქ ნამდვილი ბალეშიკები წერდეს რამეს ქეცბაიაზე ამბობთ ამდენს რაში იღებდაო ვინმეს კითხეს რო დაუნიშნეს ეხლა კობიმ გამოიტანა ყველაფერი და ძან კაი ქნა შედეგი რო ვერ დადოს მერე ვის მოკითხავთ არ ხართ მიჩვეული სიმართლეს
xalxs
15:41 25-01-2016
0
მეორე ლიგის გუნდებმა რა დააშავეს?ბავშვთა გუნდებმა რა ქნან? როდემდე უნდა აშენოთ სახლი სახურავიდან?
ნიკა
13:22 25-01-2016
0
როგორც არ უნდა დამთავრდეს ცხადაძის საკითხი, ისედაც დაცემულ ქართულ ფეხბურთს, კიდევ უფრო დაცემა ელოდება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პიროვნებას-მუჯირს, ერთი რამ ვიცი და მჯერა, რომ სათანადო განათლების და შესაბამისი უნარ-ჩვევების მიღების გარეშე, საქმე კარგად და საფუძვლიანად, არც გაკეთებულა და არც არასდროს გაკეთდება. ხომ ვერავაინ გვეტყვის, რა კრიტერიუმებით გახდა მუჯირი გენერალური მდივანი? მის გაკეთებული საქმისა არ გაიშვა!!! ჩვენთან კალაძემ დროებით, მაგრამ მაინც დაამკვიდრა ტრადიცია, მწვანე მინდვრიდან პირდაპირ თანამდებობაზე. მაგალთი? კი ბატონო. ჯამარაულის წარდგენა გარდაბნის გამგებლად. დარწმუნებული ვარ ჯამარა ეკონომიკაში და მართვაში არის პრაფანი. ეს იმიტომ კი არა, რომ ის ნაკლებ გონიერია, არა, იმიტომ, რომ მას არ მიუღია სატანადო განათლება.
კატო
13:14 25-01-2016
0
იმიტომ უშვებენ რო წელიწადშI მილიონ ნახევარი აქვს ხელფასი. ეუბნებიან 50% დაგიტოვებთო და თუ კაი შედეგს აჩვენებო დანარჩენ 50% მერე მოგცემთ ერთიანათო. ამას ფული აინტერესებს და უარს იძახის.
Tengo
12:49 25-01-2016
0
მოვალეობა + ღირსება + სამშობლოს სიყვარული = ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებული ქართული ფეხბურთი და სტადიონზე დაბრუნებული გულშემატკივარი!
გუჯა კახაძე
11:31 25-01-2016
0
მე ვერ გავიგე ცხადაძეს რისთვის უშვებენ, ის, რომ კონტრაქტით შეთანხმებულ ხელფასს 25 % ზე მეტით არ იკლებს ან სპორტის მინისტრს აკრტიტიკებს ვითომ საკმარისი საფუძველია? რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში ხდება ასე?
ირაკლი
11:28 25-01-2016
0
სიახლეები პოპულარული