[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ (არ) უნდა შევიყვანოთ ბავშვი ფეხბურთზე?

AutoSharing Option
ფოტოზე: ნოდარ ახალკაცი
დღევანდელ რუბრიკაში სულ სხვა რამეზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ თემა ისეთია, წაყრუება ნაღდად არ ივარგებს. თემა იმდენად ღრმაა და მტკივნეული, რომ ერთი საგაზეთო წერილი ვერაფრით ეყოფა, მაგრამ ისიცაა, რომ თუ პრობლემა ადგილიდან არ დაძარი, ის ყოველთვის იქნება მწვავე და არც თავს დამალავს...

სამარშრუტო ტაქსის ამბავი უნდა მოვყვე. იქ ერთი დედა უმტკიცებდა მეორეს, რომ ძალიან მართებულად მოიქცა, როცა შვილი ფეხბურთზე არ შეიყვანა. მისი თქმით, ბავშვი ახლა სპორტის სხვა სახეობაზე დადის (შეგნებულად არ ვასახელებთ სახეობას, რათა იმ შესანიშნავი სპორტისადმი "ისეთი" დამოკიდებულება არ დაგვწამონ).

მეორე, ფეხბურთელი ბავშვის დედა კი იმ ქალს, გამარჯვებულის პოზით რომ ლაპარაკობდა, თავჩაღუნული უსმენდა და ბევრი აღარ აკლდა, ალბათ, დაეთანხმებოდა კიდეც ყველაფერში, მაგრამ შვილი აყოვნებდა, რომელიც ლამის თვალცრემლიანი უცქერდა დედას.

ის ქალი კი დაიქოქა და აღარ გაჩერდა. ქართული ფეხბურთიო, ამბობდა ის, ერთი დიდი წუმპეაო. თუ პატრონი არ გყავს და შეძლება არ მოგდევს, შენი საქმე წასულიაო.

საქართველოში საეჭვო თამაშები ბევრიაო. ვთქვათ, თუ გაუმართლა ვინმეს და რაღაცას მიაღწია, მერე ეგრევე თავში უვარდებაო. აგერ, ჩვენი ჩემპიონატი რა არისო, ჯერ ტელევიზორში არ აჩვენებენ და მერე რასაც ვხედავთ, სულ ცარიელი ტრიბუნებიაო...

მეო, ამბობდა ძალიან მოწადინებული და მოტივირებული ქალი, შვილს ამისთვის ვერ გავწირავო. მე მინდა, რომ ის წესიერი, პატიოსანი კაცი გამოვიდეს და დღეს ქართულ ფეხბურთში ასეთების დეფიციტიაო...

გააგრძელა და ბოლოს მენტორის პოზით უთხრა მეორე დედას, ეგ შენი შვილი, ჩემთვის ძვირფასი ბავშვი, სასწრაფოდ გაარიდე ფეხბურთს, სანამ საბოლოოდ არ დაღუპულაო...

სათქმელი ენის წვერზე მომადგა. კინაღამ უთანასწორო კამათში ჩავები უზომოდ მოტივირებულ ქალთან და ის კი დამავიწყდა, წინასწარვე მარცხი რომ მქონდა გამოწერილი. ბოლოს შევიკავე თავი და მაგრადაც გადავრჩი.

ჯერ ერთი, ის ქალი ისე იყო თავის სიმართლეში დარწმუნებული, ვეღარავინ გადაარწმუნებდა და მეორეც - სულო ცოდვილო, ბევრ სიმართლეს კი ღაღადებდნენ იმ ზომიერად ფერხორციანი ქალის ბაგენი.

აი, მეც არ ვიცი, შვილი რომ მყავდეს, ფეხბურთზე შევიყვანდი თუ არა. ერთ დროს ზუსტად ვიცოდი, ახლა კი აღარ ვიცი...

* * *
ჩვენ ყველა ერთად ვთანხმდებით იმაზე, რომ დავით პეტრიაშვილის უდროო და ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ქართულ ფეხბურთს სერიოზული დარტყმა მიაყენა. არადა, ფიფასა თუ უეფაში "ქართული საქმე" კვლავ საკეთებელია და თუ მთლად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები არა, ელიტრაუნდები და ევროპის ასაკობრივი პირველობები მაინც არის "წამოსაღები".

უმცროსი ნოდარ ახალკაცის თანამდებობებს გადავხედე ფიფასა და უეფაში. რბილად რომ ვთქვა, შთამბეჭდავი ჩამონათვალია. ნოდარ ახალკაცი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. მისი მმართველობის დრო-ჟამი ქართული ფეხბურთისთვის არ იყო ერთმნიშვნელოვანი. ჩვენ ვნახეთ ბევრი შეცდომა და არჩევნები, რომელიც არ უნდა გვენახა.

და მაინც, დღემდე მიმაჩნია, რომ ნოდარ ახალკაცის ფორმაციის ფედერაციამ კარგიც ბევრი გააკეთა. დღეს ჩვენში ამაზე ლაპარაკი არ არის პოპულარული, მაგრამ სწორედ იმ დროს შეიქმნა ერთიანი სანაკრებო სისტემა, გამოჩნდნენ ახალი ტალანტები, სულო ცოდვილო, უკეთესად შეფუთულ ჩემპიონატს ვატარებდით და ნაკრებიც ხშირად თვალსასეიროდ თამაშობდა.

რა ვუყოთ, რომ იმ დროში რომელიმე სფეროს მმართველი ხშირად იყო საერთო სიტუაციის მძევალი და დამოუკიდებლად, სხვა სფეროებთან ერთად, ვერც ფეხბურთი სუნთქავდა.

ნოდარ ახალკაცი ჯერ მხოლოდ 40 წლისაა. ჩინოსნისთვის ეს ძალიან ცოტაა. ქართულ ფეხბურთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ნოდარ ახალკაცი გარიყოს.

ჩვენ გვყავს მამუკა კვარაცხელია, ვინც გამუდმებით, ყველა ფრონტზე დიდი მოთმინებითა და თავდადებით იბრძვის ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. კვარაცხელია უკვე კარგა ხანია, უეფაში მუშაობს და დიდი ავტორიტეტი აქვს.

მოკლედ, არ არის ეს ხალხი გასარიყავი, დასაკარგი ხალხი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ახალკაცıს გაპრავება გıნდათ:
ruso
23:38 21-01-2016
0
Aხალკაცს არავინ მისტირის, საუბარი იმაზეა რომ ვისაც ძალუძს, ყველა უნდა დადგეს ფეხბურთის გადასარჩენად...

სატირალი კი ისაა, რომ ქართული ფეხბურთი მარტო თქვენს ამარაა დარჩენილი - არც ნაკლებია, მარა არც მეტი...
3რთი ბეწოა რა...
mamukas
18:21 21-01-2016
0
ფიფასა და უეფაში წარდგენა ხდება მხოლოდდამხოლოდ ეროვნული ფედერაციების მიერ. ანუ ახალკაცმა ჯერ თავისი თავი წარადგინა, ხოლო შემდეგ სიჭინავა წარადგენდა ხოლმე ! ახლა ვინც ახლკაცის ცოდნას მისტრის- როგორ უნდა გამოვიყენოთ ქართულ ფეხბურთში? ხელით დაჰქონდა მილიონები (1 მილიონ 700 ათასი ზუსტად) და კაცმა არ იცის დღემდე სად წაიღო მაქედან 200 000.... სიჭინავა არ ამბობდა 16 მილიონი ვალი დამიტოვაო? მერე თავად სიჭინავა წარადგენდა ხოლმე უეფაში :-) მოკლედ, რას თამაშობდნენ, ჩმთვის ადვილი გასაგებია... ვინმე ზურას რაც შეეხება. აგერაა ჩემი მობილი, 551955511 დამირეკე და კარგად გაგარკვევ ოლიმპის ამბავში! ვინც შეურაცხყოფა მომაყენა, ღმერთმა მოგიტევოთ, ლოცვაში მოგიხსენიებთ...
mamuka kvaracxelia
17:27 21-01-2016
0
ცნობისთვის: Mr. Nodar Akhalkatsi -
FIFA:
1) FIFA Consultant for FIFA Development Programme "Performance"
2) FIFA Consultant for governance, management and legal issues
3) FIFA Course Instructor
4) FIFA Match Commissioner
5) FIFA Development Office in Delhi - Assistant Development Officer

UEFA
1) UEFA Ethics and Disciplinary Inspector
2) UEFA Consultant
3) UEFA Match Delegate
4) Member of UEFA Research Grant Jury

ასეთი ბევრი გვყავს?

esec daidos
11:40 21-01-2016
0
მიტომაც უნდა მოხდეს მასიურად შეყვანა სხვა სპორტის სახეობებში. ეგ ყველაზე ადეკვატური პროტესტი იქნება.
giga
11:34 21-01-2016
0
დღევანდელი ნაკრების მოთამაშეთაგან რომელინეს მშობელი თუა მოქმედი ან ყოფილი მუშა? დამლაგებელი? მეეზოვე? ან გა თუნდაც "პუსტა–პუსტა" პოლიცლი? არა რა თქმა უნდა. მასეთი ხალხის შვილებისთვის დიდი ფეხბურთი არ არსებობს. ჯერ ხომ უზარმაზარი გადასახადია გადასახდელი ბავშვთა სკოლებში და მერე იმ გადასახადს გარდა თუ ნწვრთნელები არ აქეიფე დროდადრო, აღდგომა–ახალწლებზე "გრევები" თუ არ უკეთე, ისე ვინ ჩაგისვავს ძიორითადში ბავშვს?
გოგა
11:13 21-01-2016
0
საქართველოში გეხბურთს თამაშობენ?
0
საერთოდ ნუ ლაპარაკობთ ქართულ ფეხბურთზე,სადაა ქართული ფეხბურთი?ჩაბარდა წარსულს
0
ხალხს გონია საზგვარგარეთ უნივერსიტეტის დამთავრება მარტო დიდ მოაზროვნეს შეუძლია, ბევრი ძალიან საშუალო გაქნების ადამიანი დაამთავრებს არ არის აუცილებელი გენიოსი იყო ეს ერთი და მეორე ის რომ რახან უნივერსიტეტი დაამთავრა მაშინვე ამხელ თანამდებობა ჩააბარო ეს არის მარაზმი და რაც მივიღეთ კი ვნახეთ.
niko
03:36 21-01-2016
0
ძალიან უცნაური სტატიაა, ჯერ ერთი ყველამ იცის რა წუმპეშიცაა ქართული ფეხბურთი და მხოლოდ ფულიანი მამიკოს შვილებს აქვთ შანსი რაღაცის მიღწევის, მეორეც ახალკაცის ადვოკატობა რა საჭირო იყო, თქვენ გგონიათ ფიფა-უეფაში მარტო ტვინით გატენილი ზნემაღალი ბიძიები მუშაობენ? შეხედეთ რა სკანდალში არიან ეგენიც გახვეულები. ისე ტოპმიოლერის, კუპერის, ქეცბაიას და ბევრი სხვა ვინმეს ხელფასით რამდენი გაჭირვებული ოჯახის შვილი შეძლებდა საფეხბურთო სკოლებში სიარულს?
kote
02:28 21-01-2016
0
მართალია მამუკა კვარაცხელია. 29 წლის ასაკში ფედერაციის პრეზიდენტობა ძალიან ადრეა. ჩემპიონატის კარგ მარკეტინგზე პროფ ლიგის პროფესიონალი და ფეხბურთზე შეყვარებული მმართველები ახერხებდნენ
dato
00:25 21-01-2016
0
ახალკაცი უმცროსი რაც იყო ყველამ კარგად იცის და რა ვალებიც ქონდა ფედერაციას ესეც კარგად გვახსოვს ასე რო არუნდა აქეხლა ფიფა და უეფა და ზღაპრები ეგ ფიფა და უეფაც კარგი ნაგვის ყუთია და აგერ გამოჩნდა კიდეც რა ხალხი მართავს ფეხბურთს მსოფლიოში.დდ რა დაამთავრა სულარ მაინტერესებს რა გააკეთა ეგარი მთავარი.
quTaiseli
23:34 20-01-2016
0
ბატონო მამუკა კვარაცხელია ! მე როგორც მახსოვს, ნოდარ ახალკაცმა ჰააიდელბერგში უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა და ისე შეუდგა საზოგადოებრივ საქმიანობას, მათ შორის სფფ-ში. ფედერაციიდან წასვლის მერე კი ისევ ევროპაში დაბრუნდა და ფიფა-უეფაშიც დაიწყო მუშაობა (არადა, მგონი, ამ ორგანიზაციების თანამშრომლად და განსაკუთრებით სასამართლოს წევრად უსწავლელსა და თახსირს არავინ დაამტკიცებდა). ხოდა, ტოპმიოლერების "ნაყიდი ვენახების" ჩვენებას, რაღამც ასე მიგიწვდება ხელი, იქნებ ახალკაცის ჰააიდელბერგში "ნაყიდი სახლის" შეძენის შესახებ "საჯარო რეესტრიდან ამონაწერი" გვაჩვენო
. როგორ იყო ერთი, საქმეგამოლეული კაცისა და მახათის ამბავი?!
ratom ar aqveynebt?
22:25 20-01-2016
0
ავტორმა ბოლომდე მაინც არ თქვა სათქმელი და მითუმეტეს ახალკაცი რა შუაშია ან ელტრაუნდის წამოღება?!ბავშვთა ფეხბურთი სანამ უფასო არ გახდება მანამდე არაფერი შეიცვლება ქართულ ვაიფეხბურთში!! ჟურნალისტებს მოგიწოდებთ მეტი აქტიურობისკენ!სხვა საიტებიდან გადმოთარგმნილ გადმობეჭდვის მაგიერ გაინძერით,გამოიძიეთ,კითხვა დაუსვით... რავი მე გასწავლოთ პროფესია ჟურნალისტები თქვენ გქვიათ!!
Gogia
22:09 20-01-2016
0
საინტერესო დასაწყისს გაგრძელება აღარ მოყვა...

ბ-ნო ალეკო! ქართულ ფეხბურთში კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა, ვიდრე იმ აღშფოთებული ქალბატონისგან მოისმინეთ.

ჩემთან ძირითადად უცხოეთში თამაშის მსურველი ზრდასრული ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ (18 წლის და ზევით). ბოლო 2 წელია ეს ასაკი შემცირდა და ძირითადად 10-დან 15 წლამდე მოზარდები ვარჯიშობენ (ყველა უცხოეთის საფეხბურთო სკოლებში "გასაქცევად" ემზადება).

თუ ეს თემა დაგაინტერესებთ შემიძლია სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ!
გუჯა კახაძე
19:09 20-01-2016
0
მე უკვე შევიყვანე ფეხბურთზე შვილი, 8 წლისაა და უკვე მოხვდა ცხვირში პირველი წინააღმდეგობა... სტადიონი დაუნგრიეს ოლიმპი. სხვა სპორტისკენ გახედვაც არ უნდა , მწვრთნელი ყავს კარგი და იმიტომ, მაგრამ განწირულია იმედგაცრუებების და გულისტკივილისათვის... ჩემი ბრალია, არ ვიცოდი ასეთი ნაგავი თუ იქნებოდა კიდე, კობიაშვილი მოვიდა, შენებაო, გვერდში დგომაო, იმედია ნაკლები ტკივილს მიიღებს... არა და ნიჭი აქვს, მაგრამ ქართულ რეალობას ამისი კი არა უფრო ნიჭიერების ნიჭიც არ აინტერესებს... კორპუსი და ჯიბის გასქელებაა მთავარი, დღევანდელი დღით ცხოვრება
გიორგი
18:45 20-01-2016
0
მამუკა კვარაცხელიას!
ოლიმპზე და სხვა სტადიონებზე რა ხმა ამოგეღება, თავად არ იყავი თანამონაწილე მაგ ამბების? მოინდომა ტიპმა უკვე გაყიდული სტადიონით, ხელის მეორედ მოთმობა.

ჟურნალისტის ბრალიცაა, რა დიდი ავტორიტეტი ამ .. აქვს, რას აპიარებთ
ზ უ რ ა
18:41 20-01-2016
0
ქარტულ ფეხბურთში უსამარტლობაზე ლაპარაკი დაუსრულებლად შეიძლება ეხლა რაც ხდება ეს უკვე საოცრებააეხლა რასაც უშვებიან ცოტა ცინ წაწეულ ბავშვებს ამას რო სადმე ვთქვა არავინ დამიჯერებს მე უკვე კარგად მივხვდი რატოა ქაქრთული ფეხბურთი ასეთ დგეში უპატრონო ბავსვებს არსად არ ათამაშებენ ეს ნამდვილად ვიცი ისეტ რამეს ეტყვიან ბავშვს საერთოდ აგებინებენ ფეხბურთზე ხელს ეს ცვენ ტავზე გამოვცადეტ
dato
18:38 20-01-2016
0
რა ტყუილს ლაპარაკობდა ის ქალი? ზუსტად მასეა და არამარტო ფეხბურთში ყველგან მასეა პატრონი გინდა ყველგან !
ბურუსა
18:21 20-01-2016
0
მაგ თემას, რომლითაც იწყებ სტატიას, კიდევ დაუბრუნდი. ერთგული მკითხველი
aleko
17:57 20-01-2016
0
ის ქალი მართალია. თუ პატრონი არა გყავს ოდნავ წაიწევ წინ, მაგრამ მერე შეგაჩერებენ რა მაგარიც არ უნდა იყო. იმიტომ რომ ფულიანი მამებისა და პატრონიანების შვილები უკან ტოვებენ ტალანტებს. ბევრს გული უცრუვდება. მე ასეთებს ბევრს ვიცნობ
0
ფაქტია, ნოდარის ფიფაში და უეფაში აფასებენ. ერთად უნდა დადგეწთ ბატონო მამუკა, ერთად უნდა აკეთოთ ქართული საქმე.
guram
17:42 20-01-2016
0
მე მეგონა გააგრძელებდა ბავშთა ფეხბურთის პრობლემაზე ლაპარაკს და ამან ნოდარ ახალკაცი კაი ბიჭიაო იმით დააამთავრა. მე როგორც ძველი ფეხბურთელი, ბავშობიდან მაბოდებს ფეხბურთზე, სულ ოცნება მქონდა დიდი ფეხბურთი მეთამაშა და სწორედ ზემოთ მოყვანილმა პრობლემებმა არ მომცა საშუალება, არა მარტო მე ჩემს თაობას მთლიანად და ძლიან ნიჭიერ ბიჭებს, მერე მინდოდა ჩემს ბიჭს ეთამაშა, ეხლა 7 წლისაა თუმცა არანაირი სურვილი არ მაქვს მართლა დღევანდელ დღეს საქართველოში მივიყვანო ფეხბურთზე, მიუხედავად იმისა ჩემი ბევრი ბავშობის ძმაკაცი არის ბავშთა მწვრთნელი. მირჩევნია ისევ ისწავლოს და განათლება მიიღოს.ფეხბურთზე იმ შემთვევაში მივიყვან თუ მექნა საშუალება რო ცოტა რო წამოიზრდება ევროპულ ბავშთა სკოლაში გავუშვა , ისე არა...
0
მამუკა, მე არსად მითქვამს, რომ ის ჩემი ჯილაა. მე ვთქვი, რომ ასეთი ხალხი არ უნდა დაიკარგოს, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ფიფაში და უეფაში გავლენა აქვთ და ის გავლენა ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისათვის უნდა გამოვიყენოთ. ეს მინდოდა მეთქვა სულ, მეტი არაფერი
მამუკა კვარაცხელიას
17:20 20-01-2016
0
ალეკო, უნდა წაგიყვანო გერმანიაში და შენი და ჩვენი ფულით ტოპმიოლერების ნაყიდი ვენახები გაჩვენო, რაც შეეხება შენს ჯილა პატარა ახალკაცს, 29 წლისამ დაიწყო მოღვაწეობა და მისი პირველი სამსახური... ფედერაციის პრეზიდენტობა გახლავთ! დაინტერესდი როგორ შეიძინა 29 წლამდე უმუშევარმა ნოდარჩიკამ სახლი ჰააიდელბერგში... სწორედ მის დროს დაიწყო ქართული ფეხბურთის დაქცევა და მილიონების ფლანგვა, წარმატებით რომ გააგრძელა სიჭინავამ! ჩემი შექებისთვის დიდი მადლობა, მაგრამ მე შენი თანადგომა სტადიონების დანგრევის წინააღმდეგ მჭირდება!!! მარტო ოლიმპზე ამოსვლა არ უშველის საქმეს!
მამუკა კვარაცხელია
16:55 20-01-2016
0
ეგრე რაა, თუ ქართველები არ გავერთიანდით, არაფერი გვეშველება. მადლობა ავტორს!
Temo
16:44 20-01-2016
0
სხვა სპორტის სახეობებიც არსებობს და იმათზეც შეგიძლიათ დაწეროთ ხოლმე ამ რუბრუკაში
giga
16:39 20-01-2016
0
გეთანხმები თუმცა ნოდარს შეცდომები ქონდა მარა მარტო მაგის ბრალი არიყო
tengo
16:30 20-01-2016
0
სიახლეები პოპულარული